სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
მწერალთა სახლი
მწერალთა სახლი

მწერალთა სახლი

შესახებ

   “მწერალთა სახლი” 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. ორგანიზაცია ცნობილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის მიერ 1905 წელს აშენებულ, ისტორიულ მაჩაბლის N13-შია განთავსებული. ამავე შენობაში 1921-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირი. 

       „მწერალთა სახლის“ მთავარი ამოცანაა ღია სივრცის შექმნა ქართული და მსოფლიო კულტურის ტრადიციების და მიმდინარე ლიტერატურული პროცესების წარმოსაჩენად, სადაც ქართველ და სტუმარ მწერლებსა და კულტურის მოღვაწეებს საშუალება ექნებათ საზოგადოებას წარუდგინონ თავიანთი შემოქმედება და ამავდროულად,  აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე მნიშვნელოვან სალიტერატურო და სახელოვნებო პროცესებში.  

    მწერალთა სახლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის და ლიტერატურის პოპულარიზაცია, სალიტერატურო პროცესების ხელშეწყობა, ლიტერატურული კონკურსებისა და პრემიების დაწესება, უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უწყებებთან და სახელოვნებო კავშირებთან კონტაქტების დამყარება და განვითარება, ორი მუზეუმის (დ. სარაჯიშვილისა და რეპრესირებულ მწერალთა) დაარსება, ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტების შეთავაზება, ლიტერატურული გაზეთის გამოცემა. ამ მიზნების განსახორციელებლად მწერალთა სახლი თავის საქმიანობას ოთხი მთავარი მიმართულებით  წარმართავს:

  • ლიტერატურულ-კულტურული მიმართულება
  • სამუზეუმო მიმართულება
  • საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება
  • საგანმანათლებლო მიმართულება

       ამ მიმართულებების ფარგლებში მწერალთა სახლი საზოგადოებას სთავაზობს ავტორთა შემოქმედებით საღამოებს, დისკუსიებს, ლიტერატურულ გამოფენებს, თემატურ სიმპოზიუმებს, კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებს; ქართველი და მოწვეული მწერლების, ხელოვანების ლექციებს და მასტერკლასებს; მთარგმნელებს კი - სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს. მწერალთა სახლი თანამედროვე ლიტერატურის გავრცელების, გაცნობისა და კრიტიკული განხილვის ადგილია, სადისკუსიო სივრცეა მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართულ მწერლობაში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები, ვისაც აინტერესებს თანამედროვე ქართული და უცხოური ლიტერატურა. 

  • ტელეფონი

    +995 032 297 41 01   +995 032 297 41 02

  • ელ-ფოსტა

    info@writershouse.ge

  • საქმიანობის სფერო

    განათლება და მეცნიერება; კულტურა და ხელოვნება

  • განცხადებები 1

    ღონისძიებები

განცხადებები

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, ვაკანსიების საიტი, დასაქმება, ვაკანსია, ვაკანსიების საიტები
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი