სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი
სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი

შესახებ

სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის მისიაა მოამზადოს კონკურენტუნარიანი კადრები, როგორც ადგილობრივი , ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის, რითაც ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებას.

ამისთვის კოლეჯი:

  • ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს;
  • ზრუნავს კადრების მუდმივ განვითარებაზე;
  • ამყარებს კავშირებს კერძო სექტორთან და უცხოელ პარტნიორებთან;
  • ხელს უწყობს სტუდენტების გაცვლით პროგრამებში ჩართვას.

 

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის მიზნები:

  1. ყველა საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
  2. ტრენინგ-კურსების განხორციელება, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.

 

მიზნის მისაღწევად, საზოგადოებრივი კოლეჯი: 

  1.  უზრუნველყოფს თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით;
  2. ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
  3. ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
  4. ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობას;
  5. ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
  6. ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას;
  7. თანამშრომლობს საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
  8. ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას;
  9. ახორციელებს ტრენინგ-კურსებს, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;
  10. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    (032) 2 10 30 29  

  • ელ-ფოსტა

    tmkcommunitycollege@gmail.com

  • საქმიანობის სფერო

    განათლება და მეცნიერება; სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მებაღეობა; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი