სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

შესახებ

  საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, 1997 წელს ნატოსთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. 2004 წლის დეკემბრიდან ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად ჩამოყალიბდა, ხოლო 2011 წელს დეპარტამენტი თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფად გარდაიქმნა.

სსიპ- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ძირითადი მიზნებია:

  ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების (შემდგომში – ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების) სათანადო ცხოვრების პირობებისა და კეთილდღეობისათვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფა;

  სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და საზოგადოებაში მხედრული ტრადიციების განმტკიცება, სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ ვეტერანთა ღვაწლის და დამსახურების სათანადო აღიარება, მომავალ თაობებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება;

   სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ვეტერანთა პოტენციალის სრულფასოვანი გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობა, მათი სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობისათვის ღირსეული სათანადო პირობების შექმნა;

  სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა სახელების სადიდებლად და მათი საქმის უკვდავსაყოფად, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა მიმართ საზოგადოებაში ხსოვნის განმტკიცებისათვის მუდმივი ზრუნვა;

  ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის ხელშეწყობა;

  ურთიერთობის კოორდინაცია ვეტერანებსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 032 2 48 16 26  

  • ელ-ფოსტა

    info@veterans.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი