სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

სწრაფი სივრცის ოპერატორი გურჯაანის იუსტიციის სახლში

გურჯაანი გამოქვეყნდა 16/10/2017 ბოლო ვადა: 27/10/2017 ვაკანტური ადგილები 2 ხელფასი 320

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 6 თვე

ფუნქციები

  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა და დამზადებული დოკუმენტების უფლებამოსილ პირებზე გადაცემა
  • დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა
  • საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, მომხმარებელთა მიერ მოთხოვნილ სერვისებზე, დადგენილი პროცედურის და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, განცხადებების მიღება
  • მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება, კანონის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
  • პროგრამაში სერვისის მიწოდებისთვის აუცილებელი მონაცემებისა და რეკვიზიტების ასახვა
  • მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მოწესრიგება, საჭიროების შემთხვევაში, სკანირება და უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად, გადაგზავნა
  • დღის განმავლობაში მომხმარებლებზე გადაცემული დამზადებული დოკუმენტების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტების მოწესრიგება და დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაცემა
  • უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ
  • უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე
  • მომსახურების პროცესისათვის აუცილებელი ბლანკებისა და საკანცელარიო ნივთების მარაგის ამოწურვის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ან/და უფლებამოსილი პირის დროული ინფორმირება
  • სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა
  • დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი რეაგირება
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“
  • საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“
  • საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“
  • საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა  რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“
  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილება „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილება „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“
  • საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
  • საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №508 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება №4 „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანება „პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანება „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“
  • საქართველოს განათლების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის ბრძანება №113/ნ „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“

     

დამატებითი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (სასურველია სამართალმცოდნეობის განხრით)
  • საჯარო დაწესებულებაში მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, Outlook) ცოდნა
  • ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა (B1 დონე)

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირება
  • კომუნიკაბელურობა
  • გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი
  • აქტიური მოსმენის უნარი
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი
  • განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი

 

თანამდებობრივი სარგო: 400 ლარი (ხელზე ასაღები:  320 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45416?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 

 

 

 
იუსტიციის სახლი
5001 და მეტი
თანამშრომელი

იუსტიციის სახლი

სსიპ იუსტიციის სახლი - ეს არის შენობა, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სახელმწიფო სერვისების დიდი უმრავლესობა. მისი... მეტის ნახვა ...

განცხადებები 2

იუსტიციის სახლი

ვაკანსია

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი