სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი

დუშეთი გამოქვეყნდა 13/10/2017 ბოლო ვადა: 25/10/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 560

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 2 წელი

ფუნქციები:

  • მინდობილ ტერიტორიაზე კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება და მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად, ოპტიმალურ ვადაში და ოპტიმალური რესურსით შესრულების უზრუნველყოფა;
  • მინდობილი ტერიტორიების საზღვრების ფარგლებში სამართალდარღვევებისათვის პირადობის დამადასტურებელი საბუთებისა და საჭიროების შემთხვევაში, ახსნა-განმარტების მოთხოვნა, მათი ქმედებების, რომლებიც ეწინააღმდეგება ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების დადგენილ რეჟიმს, შეჩერება (აღკვეთა), დამრღვევთათვის გამოყენებული იარაღისა და უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ჩამორთმევა;
  • საჭიროებისამებრ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად და შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა;
  • ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის დაცვითი ღონისძიებების გატარება;
  • ბუნებრივი რესურსების სარგებლობაზე და დაცულ ტერიტორიაზე ჩადენილ სამართალდარღვევათა შესახებ შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა;
  • საკადასტრო სამუშაოების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • წელიწადში ორჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე) გეგმიური და საკონტროლო რევიზიის ჩატარება;
  • წელიწადში ერთხელ (1 მაისიდან 1 ივლისამდე) ტყის პათოლოგიური გამოკვლევების ჩატარება;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კვლევა-მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება;
  • სანიმუშო ფართობების (სატყეო, ბოტანიკური, გეობოტანიკური, ზოოლოგიური, ორნითლოგიური და სხვ.) მოწყობაში მონაწილეობა და ამ ფართობებზე დაკვირვებების წარმოება;
  • ბუნების მატიანეს შედგენისა და სააგენტოში წარდგენის კოორდინირება, ასევე ყოველწლიური სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერა;
  • ტყით სარგებლობის უბნების ნატურაში განსაზღვრა (იდენტიფიკაცია), ტყით სარგებლობის კონკრეტულ ოდენობათა გაანგარიშება და შესაბამისი დოკუმენტაციის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული ტყით სარგებლობის უბნების (ტყეკაფების) გამოყოფა (მათი მატერიალურ-ტექნიკური შეფასების უწყისებისა და ჭრის ტექნოლოგიური რუქების შედგენის ჩათვლით) და ჭრაში ზეზემდგომი ხეების დადგენილი წესით დამღის დასმა;
  • საჭიროებისამებრ სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
  • დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა ან/და გამოყოფაზე, დახურვაზე, გაუქმებაზე და გახსნაზე თანხმობის გაცემა; 
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მხარდაჭერა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და რეაგირება;
  • კომპეტენციის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოს შესრულება.
     

საკონკურსო თემატიკა: 

  • „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანება;
  • ტექნიკური რეგლამენტის - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის №54 დადგენილება;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი (თავი VII);
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი";
  • საქართველოს მთავრობის №242 დადგენილება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვარის №46 დადგენილება.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება კანონაღსრულების, ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ან გარემოსდაცვითი მიმართულებით. 
     

კომპეტენციები და უნარები:

  • მართვის უნარი თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით;
  • რესურსების რაციონალურად მართვის უნარი;
  • კონფლიქტებისა და დავების მართვის უნარი (პრობლემის გადაჭრისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი);
  • პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი;
  • მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება/ანალიზის უნარი;
  • იდეების დასაბუთებისა და დარწმუნების უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი; 
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი. 
     

თანამდებობრივი სარგო: 700 ლარი (ხელზე ასაღები:  560 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45368?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 
დაცული ტერიტორიების სააგენტო
1-10
თანამშრომელი

დაცული ტერიტორიების სააგენტო

დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების,... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

დაცული ტერიტორიების სააგენტო

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი