სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი

გამოქვეყნდა 13/06/2017 ბოლო ვადა: 22/06/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 3300

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 5 წელი

ფუნქციები

  •  „სსიპ - იუსტიციის სახლის“ შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობა და სამსახურის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვა;
  •  „სსიპ - იუსტიციის სახლის“ შიდა აუდიტის სამსახურის სტრატეგიული და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და სამსახურის საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;
  •  „სსიპ - იუსტიციის სახლის“ შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ანალიზი, სამსახურის საქმიანობის გასაუმჯობესებლად გზების ძიება და წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  •  „სსიპ - იუსტიციის სახლის“ შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებების ინიცირება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  •  „სსიპ - იუსტიციის სახლის“ შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს შორის ფუნქციებისა და დავალებების განაწილება;
  •  „სსიპ - იუსტიციის სახლის“ შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ზედამხედველობა, მათ მიერ იუსტიციის სახლის შინაგანაწესით, სამუშაო აღწერილობითა და სხვა სპეციალური მარეგულირებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების მონიტორინგი;
  •  „სსიპ - იუსტიციის სახლის“ შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  •  „სსიპ - იუსტიციის სახლის“ შიდა აუდიტის სამსახურის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო ადამიანური რესურსის განსაზღვრა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  •  კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, „სსიპ - იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის მითითებების, აგრეთვე შიდა აუდიტის სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების მონიტორინგი;
  •  „სსიპ - იუსტიციის სახლის“ შიდა აუდიტის სამსახურის სამოქმედო გეგმისა და სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
  •  ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით „სსიპ - იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორისათვის წინადადებების წარდგენა;
  •  „სსიპ - იუსტიციის სახლის“ შიდა აუდიტის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
  •  დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში კორესპონდენციის წარმოება, გაცნობა, შესაბამისი რეაგირება და დავალებების გაცემა;
  •  უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

 

საკონკურსო თემატიკა

აუცილებელია შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (1997 წლის);
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (2015 წლის);
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
  • „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;
  • „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;
  • „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.

 

დამატებით მოთხოვნები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული);
  •  აუცილებელია საჯარო დაწესებულებაში აუდიტის ან/და შიდა კონტროლის ან/და მონიტორინგის განხრით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  •  აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო დაწესებულებაში არანაკლებ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
  •  აუცილებელია ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  •  მართვისა და ხელმძღვანელობის უნარები;
  •  დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები;
  •  სამუშაოზე კონცენტრირება სტრესულ პირობებში;
  •  ანალიტიკური აზროვნება;
  •  გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  •  შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  •  წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  •  ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVakActives/Details/43910

 
იუსტიციის სახლი
5001 და მეტი
თანამშრომელი

იუსტიციის სახლი

სსიპ იუსტიციის სახლი - ეს არის შენობა, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სახელმწიფო სერვისების დიდი უმრავლესობა. მისი... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

იუსტიციის სახლი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი