სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

ეკონომიკური სამსახურის შესყიდვების განყოფილების შესყიდვების სპეციალისტი

თბილისი გამოქვეყნდა 12/10/2017 ბოლო ვადა: 24/10/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 616

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 6 თვე

ფუნქციები:

  • ხელშეკრულებების ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით გაფორმების კოორდინირება;
  • საქონლის, მომსახურების ან/და სამუშაოების ტექნიკური აღწერილობის განსაზღვრის და სავარაუდო ფასის დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევის კოორდინაცია და კონტროლი;
  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება;
  • სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა, სატენდერო წინადადებების განხილვა და მათი სატენდერო კომისიისათვის გაცნობა, ოქმებისა და წერილების მომზადება, ასევე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
  • საკონკურსო მასალების მომზადების, კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებების განხილვის, საკონკურსო ოქმების და შეტყობინებების მომზადების კოორდინაცია, კონტროლი;
  • ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ატვირთვის და შესაბამისი სტატუსების მინიჭების კოორდინაცია და კონტროლი;
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შესაბამისად წერილების, ბრძანებებისა და მთავრობის განკარგულებების პროექტების მომზადება;
  • სხვადასხვა ინსტანციებიდან შემოსულ და ასევე შიდა წერილებზე დროულად რეაგირება;
  • კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
     

 

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულება“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 ავისტოს №13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის  ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ";
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ";
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანება „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“.
     

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის და/ან ფინანსების განხრით;
  • შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 (ექვსი) თვიანი გამოცდილება; 
  • სასურველია კანდიდატი ფლობდეს სახელმწიფო შესყიდვების ტრენინგის გავლის შესახებ გაცემულ სერტიფიკატს;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
  • ორიენტირებული სიზუსტესა და დეტალებზე;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში და შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი.
     

თანამდებობრივი სარგო: 770 ლარი (ხელზე ასაღები:  616 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44807?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
1001-5000
თანამშრომელი

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს: სააღსრულებო წარმოების პროცესის კოორდინაციას და... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი