სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

ბუღალტერი

თბილისი გამოქვეყნდა 11/10/2017 ბოლო ვადა: 24/10/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 696

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 2 წელი

ფუნქციები

  • დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა
  • დეპარტამენტის მიერ დასახულ კონკრეტულ მიმართულებათა მიხედვით დეპარტამენტის ბიუჯეტის ფორმირება
  • დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში, დეპარტამენტის ფინანსურ ვალდებულებათა შესრულება
  • დეპარტამენტის საფინანსო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
  • დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განხორციელება, ნაერთი ანგარიშგების შედგენა და დადგენილ ვადებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარდგენა
  • დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის შეძენის თაობაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენა
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დეპარტამენტის საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების დაგეგმვა,ორგანიზაცება და განხორციელება
  • დეპარტამენტის მიერ განხორციელებული "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების წარმოება
  • დეპარტამენტის უძრავი და მოძრავი ქონების განაწილება და კონტროლი
  • დეპარტამენტის უძრავი და მოძრავი ქონების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება
  • შენობა-ნაგებობის, საინჟინრო სისტემისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება
  • საქონლის, მომსახურების ან/და სამუშაოების ტექნიკური აღწერილობის განსაზღვრის და სავარაუდო ფასის დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევის კოორდინაცია და კონტროლი
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილეობის მიღება და მათი დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის გაცნობა, შესაბამისი წერილების მომზადება, ასევე ტენდერთან დაკავშირებული სხვა პროცედურების განხორციელება
  • ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ატვირთვის და შესაბამისი სტატუსების მინიჭების კოორდინაცია და კონტროლი
  • ხაზინის ელექტრონულ სისტემაში დამატებული ვალდებულების, მოთხოვნის, განაცხადის, ხელშეკრულების დამოწმება
  • გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენა (კვარტალურად, წლიურად, მოთხოვნისამებრ)
  • დეპარტამენტის თავმჯდომარის რეზოლუციის შესაბამისად, შემოსულ წერილებზე სათანადო რეაგირება
  • სამსახურებრივ საკითხებზე დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულება
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“
  • საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“
  • საქართველოს კანონი „საგადასახო კოდექსი“
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ “
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის N225 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს № 672 ბრძანება ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424ბრძანება ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

 

დამატებითი მოთხოვნები

  • საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ - „eTreasury“ და „ORIS“-ის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი; დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომპლექსური აზროვნება
  • დროის ეფექტიანი მართვა
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი

 

თანამდებობრივი სარგო: 870 ლარი (ხელზე ასაღები:  696 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45332?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 

 
აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტი
51-100
თანამშრომელი

აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტი

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი (შემდგომში -დეპარტამენტი) არის აფხაზეთის... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი