სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

სამსახურის უფროსის მოადგილე

თბილისი გამოქვეყნდა 13/07/2017 ბოლო ვადა: 26/07/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 2080

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 2 წელი


ფუნქციები
 ხელმძღვანელობს და მონაწილეობას იღებს სამსახურის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:

  •  ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლს;
  •  ხელმძღვანელობს და იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;
  •  კოორდინაციას უწევს გადასახადების/გადასახდელების, აგრეთვე შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
  •  კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საგადასახადო კონტროლს, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ზედამხედველობას, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო- საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს, არასატარიფო ღონისძიებებს;
  •  ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს გადასახადით/გადასახდელით დაბეგვრასთან, სასაქონლო ოპერაციების განხორციელებასა და კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;
  •  უზრუნველყოფს „საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“, „საგადასახადო საკითხებში    ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ და „საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმებათა პროექტების მომზადებისა და დადების პროცესში მონაწილეობის მიღებას, ასევე მათი იმპლემენტაციის მიზნით მოქმედებათა განხორციელების კოორდინაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  •  განიხილავს საჩივრებს და კოორდინაციას უწევს სასამართლოში საქმეთა განხილვის პროცესს;
  •  თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  •  შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;
  •  ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას, ასევე სასაქონლო ოპერაციებთან დაკავშირებულ მომსახურებას;
  •  ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს მეთოდურ მითითებებისა და შიდა ინსტრუქციების შემუშავების    პროცესს, რომელთა შესრულებაც შემდგომში სავალდებულოა სამსახურის თანამშრომელთათვის;
  •  სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას;
  •  ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

საკონკურსო თემატიკა

  •     საქართველოს კონსტიტუცია;
  •     საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  •     საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  •     საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
  •     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  •     საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ";
  •     საქართველოს შრომის კოდექსი;
  •   „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანება;
  •   „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების 
  •   სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანება.

 

 

დამატებითი მოთხოვნები

  •  საქართველოს მოქალაქე;
  •  საგადასახადო/საბაჟო მიმართულებით ან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  •  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  •  ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  •  „ORACLE“- საინფორმაციო სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  •  „ASYCUDA „- ავტომატიზირებული მართვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  •  „eDocument“ ავტომატიზებული სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  •  უცხო ენის რუსული/ინგლისური ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  გუნდის მართვა;
  •  გადაწყვეტილებების მიღება;
  •  გაძღოლა და ხელმძღვანელობა;
  •  დაგეგმვა და ორგანიზება;
  •  ინოვაციურობა;
  •  კომუნიკაცია;
  •  დროის მართვა.

 

 

 

თანამდებობრივი სარგო: 2600 ლარი (ხელზე ასაღები: 2080 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44085?active=1

 
შემოსავლების სამსახური
1000-ზე მეტი
თანამშრომელი

შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

შემოსავლების სამსახური

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი