სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

თბილისი გამოქვეყნდა 04/10/2017 ბოლო ვადა: 16/10/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1328

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 3 წელი

პოზიციის დასახელება: სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

 

ფუნქციები

  • ჰარმონიზაციის ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელების მონიტორინგი;
  • ჰარმონიზაციის ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა ფინანსური მართვისა და კონტროლის (FMC – Financial Management and Control) სისტემის და შიდა აუდიტის სისტემის დანერგვის და განვითარების კოორდიანაციის კუთხით;
  • სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ხარვეზების ანალიზი ან/და საჭიროებათა ანალიზი და განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტის მომზადება;
  • სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სტრატეგიის შემუშავება, ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელების მონიტორინგი;
  • სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრების, სემინარების, დისკუსიების დაგეგმვა და კოორდინაცია; 
  • ფინანსური მართვისა და კონტროლის სუბიექტების და შიდა აუდიტის სუბიექტების სტრუქტურის, პროცესების შესწავლა და ანალიზი;
  • ფინანსური მართვისა და კონტროლის და შიდა აუდიტის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ჰარმონიზაციის ცენტრისათვის წარსადგენად;
  • სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის, სტანდარტების, მეთოდოლოგიისა და სხვა სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესრულების მდგომარეობის ანალიზი შედეგების ჰარმონიზაციის ცენტრისათვის წარსადგენად;
  • სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებთან და შიდა აუდიტის სუბიექტებთან თანამშრომლობა; 
  • სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვისა და განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის მომზადება ჰარმონიზაციის ცენტრისათვის წარსადგენად;
  • დაწესებულებებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მდგომარეობის ანალიზი;
  • ანგარიშვალდებულ თანამშრომელთა მიერ დავალებების სრულყოფილად და დროულად შესრულების კოორდინაცია;
  • ხელმძღვანელის დავალებით დამატებითი ფუნქციების შესრულება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანება „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 მარტის №133 დადგენილება „ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები (უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) „საჯარო სექტორში შიდა კონტროლის სტანდარტების სახელმძღვანელო“);
  • შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები;
  • საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ .

(ნორმატიული აქტების ცოდნის დონე შემოწმდება გასაუბრების ეტაპზე).

 

დამატებითი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა ენიჭება უმაღლეს იურიდიულ, ეკონომიკურ განათლებას ან უმაღლეს განათლებას ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით); 
  • შიდა აუდიტის, პროექტ(ებ)ის მართვის ან საჯარო სამსახურში რეფორმის განხორციელების კუთხით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამის Microsoft office word,Microsoft office Excel,Microsoft office Outlook სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
  • უცხო ენის (უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ენას) ცოდნა;

 

შემდეგი უნარ-ჩვევები:

  • მართვის უანრი
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • კრიტიკული აზროვნების უნარი
  • ადაპტაციის უნარი
  • არგუმენტაციის უნარი
  • ანალიზის უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • შემოქმედებითობის უნარი
  • ორგანიზების უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • მონაცემთა ანალიზის უნარი
  • ინფორმაციის შეგროვების უნარი
  • მიზანდასახულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

 

თანამდებობრივი სარგო: 1328 ლარი (ხელზე ასაღები:  928 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45256?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
101-500
თანამშრომელი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი