სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტი

თბილისი გამოქვეყნდა 03/10/2017 ბოლო ვადა: 13/10/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 800

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 2 წელი

ფუნქციები:

  • სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
  • ნორმატიული აქტების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების მომზადება;
  • „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაწყებულ მოკვლევაში მონაწილეობა;
  • საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა, მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
  • სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება;
     

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“;
  • საქართველოს შრომის კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (წიგნი პირველი, წიგნი მეორე);
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილება;
  • „განცხადებისა და საჩივრის ფორმების, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების დამტკიცების თაობაზე" კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის ბრძანებ№30/09-1;
  • „თანამშრომლობის პროგრამის გავრცელებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე" კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №30/09-2;
  • „საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე" კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №30/09-5.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • მაღალი დონის საპრეზენტაციო უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • თვითმოტივაციის უნარი;
  • კრეატიულობა.

თანამდებობრივი სარგო: 1000 ლარი (ხელზე ასაღები:  800 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45238?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".


 

 
სსიპ კონკურენციის სააგენტო
11-50
თანამშრომელი

სსიპ კონკურენციის სააგენტო

კონკურენციის სააგენტო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ხელმძღვანელობს... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

სსიპ კონკურენციის სააგენტო

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი