სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

კორპორაციული მართვისა და საზედამხედველო პოლიტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი

თბილისი გამოქვეყნდა 26/09/2017 ბოლო ვადა: 09/10/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 3216

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 2 წელი

პოზიციის დასახელება: სპეციალიზებული ჯგუფებისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის კორპორაციული მართვისა და საზედამხედველო პოლიტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი

 

ფუნქციები

  • საზედამხედველო საუკეთესო პრაქტიკის ანალიზისა და კვლების ჩატარება, არსებული პრაქტიკის შესაძლო სამართლებრივი გაუმჯობესებების მიზნით;
  • საბანკო ზედამხედველობის პრაქტიკის გაძლიერებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებში მონაწილეობის მიღება და სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • კაპიტალის ადეკვატურობის ბაზელ II/III-ის დანერგვაში მონაწილეობის მიღება.
  • კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის მოთხოვნების დანერგვაში მონაწილეობა;    
  • კონსოლიდირებული ზედამხედველობის დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
  • კომერციული ბანკების ჯგუფის სტრუქტურის შეფასების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის კვლევებსა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში მონაწილეობა;
  • კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის მსურველ პირზე ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, დეკლარაციის განხილვა, მნიშვნელოვანი წილის შესყიდვაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა;
  • ლიცენზირებაზე განაცხადის შეფასების მიზნით, ლიცენზიის მაძიებელ პირებზე ინფორმაციის შეგროვება, ლიცენზირებასთან დაკავშირებული იურიდული დოკუმენტების განხილვა და შესაბამისობის დადგენა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპებთან შესაბამისობის ანალიზი;
  • FSAP-ის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;    
  • ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული დირექტივების მოთხოვნების ანალიზში მონაწილეობის მიღება;
  • არსებული საბანკო რეგულაციების ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალიწინებულ დირექტივებთან დაახლოების მიზნით, შესაბამისი ცვლილებათა პროექტების მომზადებაში მონაწილეობა.    

 

საკონკურსო თემატიკა

  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
  • „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საბანკო ზედამხედველობისათვის გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მარეგულირებელი წესები და ინსტრუქციები.


 

დამატებითი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება - სამართალმცოდნეობის მიმართულებით, სასურველია მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
  • საბანკო–საფინანსო სექტორში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
  • საბანკო-საფინანსო კანონმდებლობის ცოდნა და მათი მოთხოვნების ანალიზის გამოცდილება;
  • ევროკავშირში მოქმედი დირექტივების მოთხოვნების ანალიზის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა და კეთილსინდისიერება; 
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობა; 
  • შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • ინიციატივიანობა;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • საქმისადმი ერთგულება;
  • პუნქტუალურობა.
  • ორგანიზებულობა და დაგეგმვა;
  • დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულება; 
  • ანალიტიკური აზროვნება.

 

თანამდებობრივი სარგო: 4020 ლარი (ხელზე ასაღები:  3216 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45180?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 
საქართველოს ეროვნული ბანკი
101-500
თანამშრომელი

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს და მისი სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

საქართველოს ეროვნული ბანკი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი