სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპციალისტი

თბილისი გამოქვეყნდა 22/09/2017 ბოლო ვადა: 04/10/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 800

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 3 წელი

პოზიციის დასახელება: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპციალისტი

 

ფუნქციები

  •  აწარმოებს ფონდის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებიდან მიღებული მოთხოვნების შესაბამისად ფონდის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
  • ფონდის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებიდან მიღებული მოთხოვნების საფუძველზე აზუსტებს და წარუდგენს სამმართველოს უფროსს განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების (საქონელი, მომსახურება, სამუშაოები) სავარაუდო რაოდენობრივ და ფინანსურ მოცულობებს;
  •  წლის განმავლობაში ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებისა და ფონდის საკუთარი სახსრების ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მონეტარული ზღვრების ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის შედგენა- შემუშავებას;
  •  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს შესყიდვების საშუალებას, უზრუნველყოფს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზებას; გაფორმებული ხელშეკრულების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას და შესაბამისი ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციის შეყვანას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში; 
  • რეაგირებას ახდენს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის პროცესში წარმოქმნილ ცვლილებებზე;
  • უზრუნველყოფს ფონდის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების ტექნიკურ და სამართლებლივ დამუშავებას;
  •  პასუხისმგებელია სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის მომზადებაზე;
  •  უზრუნველყოფს ტენდერში მონაწილე პირთა, პრეტენდენტთა და გამარჯვებულთა ინფორმირებას;
  •  ასრულებს ფონდის საქმიანობიდან გამომდინარე და კანონმდებლობით ნებადართულ ფონდის დირექტორის, კურატორი დირექტორის მოადგილის, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსისა და უშუალო უფროსის სხვა დავალებებს.

 

საკონკურსო თემატიკა

  •  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N146 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულება;
  •  საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“.
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილება „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანება „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის  და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“;
  •  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის №26 დადგენილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების წლოვანების ან/და გარანტიის პირობების დადგენის შესახებ, რომელთა ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“;

 

დამატებითი მოთხოვნები

  • მუშაობის არანაკლებ 3 წლის (მათ შორის სახელმწიფო სამსახურში შესყიდვების სფეროში 2 წლის) გამოცდილება;
  • სახელწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა;
  • კომპიუტერის – საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  •  კომუნიკაბელურობა;
  •  ორგანიზებულობა;
  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი;
     

 

თანამდებობრივი სარგო:  1000 ლარი (ხელზე ასაღები: 800 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45095?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 
ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი
51-100
თანამშრომელი

ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი

  “ადამიანით ვაჭრობის  (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი”... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი