სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სამმართველოს კოორდინატორი

თბილისი გამოქვეყნდა 19/09/2017 ბოლო ვადა: 02/10/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1056

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 0 წელი

ფუნქციები

  •  მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი დაწესებულების საავტორიზაციო პროცესის განხორციელება და კოორდინირება;
  •  მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმის განხორციელება და კოორდინირება;
  •  მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის პროცესის განხორციელება და კოორდინირება;
  •  მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების პროცესის განხორციელება და კოორდინირება;
  •  საქართველოს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად ცენტრში ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებული კორესპონდენციის შესწავლა, განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
  •  ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების განვითარებაში მონაწილეობა;
  •  ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა, ტრენინგების, სხვა მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა, სახელმძღვანელოებისა და სხვა დამხმარე მასალის მომზადებაში მონაწილეობა;
  •  დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შიდა დებულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება;
  •  ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

 

საკონკურსო თემატიკა

  •  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  •  საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ”;
  •  საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
  •  „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბერის №99/ნ ბრძანება;
  •  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბერის №89/ნ ბრძანება;
  • ბოლონიის პროცესის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები;
  •  ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები (ESG - 2015).

 

დამატებითი მოთხოვნები

  •  კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა ჰქონდეს განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

 

კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
  •  წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  •  დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
  •  ორგანიზებულობა;
  •  კომუნიკაბელურობა;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  დროის მართვისა და განაწილების უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო:  1320 ლარი (ხელზე ასაღები: 1056 ლარი )

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45064?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 

 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
1-10
თანამშრომელი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წლის 1 სექტემბერს... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი