სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

პროექტის კოორდინატორი

თელავი გამოქვეყნდა 14/09/2017 ბოლო ვადა: 24/09/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1300

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 2 წელი

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს კონკურსს:

პოზიცია: პროექტის კოორდინატორი
პროექტი: "სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერება კახეთის რეგიონში"
დამფინანსებელი: ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე
შრომის ანაზღაურება: 450 ევროს ექვივალენტი ლარში (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: 1

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს; 
  • სასურველია სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში (უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ ცოდნასა და გამოცდილებას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით);
  • სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. 


საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია;
  • საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ;
  • "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
  • "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონი.


ფუნქციები: 

  • კახეთის რეგიონში არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობისა და უფლებადარღვევის კონკრეტული ფაქტების შესწავლა და გაანალიზება;
  • გასვლითი საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სახალხო დამცველის და მისი მანდატის, აგრეთვე ადამიანის უფლებების შესახებ;
  • პროექტის ფარგლებში დანიშნული საკონტაქტო პირების მუშაობის კოორდინირება და პროექტით გათვალისწინებული მითითებებისა და დავალებების გაცემა;
  • შეხვედრების, მრგვალი მაგიდებისა და სემინარების ორგანიზება სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო მოხელეებისა და სხვა მიზნობრივი ჯგუფების მონაწილეობით; 
  • სახალხო დამცველის რეგიონული ოფისის დახმარება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიების ორგანიზებაში;
  • პროექტების მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ყოველთვიური და საბოლოო ანგარიშის მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში პროექტთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. 


სამოქმედო არეალი: კახეთის რეგიონი
სამუშაო ადგილი (ოფისი): ქ. თელავი
უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივ კადრს.

კონკურსის ეტაპები:

  • საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
  • წერითი დავალება ან/და გასაუბრება.


დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ საკონკურსო განაცხადის თანდართული ფორმა და გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: vacancy@ombudsman.ge 2017 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.

საკონტაქტო ტელეფონი: (+995 32) 2913814 / 15 შიდა: 148.

 
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
101-500
თანამშრომელი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

  ადამიანის უფლებების დაცვა სახელმწიფოში არსებულ საკანონმდებლო ბაზას და აღიარებულ რეჟიმს უკავშირდება.... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი