სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსი

თბილისი გამოქვეყნდა 14/09/2017 ბოლო ვადა: 27/09/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1428

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 3 წელი


ფუნქციები

  1.  სამართალშემოქმედების სამმართველოს ფუნქციას მიკუთვნებული საქმიანობის ხელმძღვანელობა - დაგეგმვა, კოორდინაცია, სამუშაოების შესრულების ხარისხისა და დროულობის კონტროლი;
  2.  სამსახურის უფროსის დავალებით პრობლემური და/ან მნიშვნელოვანი და/ან არასტანდარტული საკითხების განხილვასთან დაკავშირებით ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობა და/ან სამსახურის უფროსისათვის პრობლემის გადაჭრის სამართლებრივი გზის მოძიება;
  3.  სამმართველოს ფუნქციებიდან გამომდინარე, კომპეტენციის ფარგლებში, განათლების სისტემაში შემავალ და სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
  4.  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა შინაარსის სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;
  5. ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
  6.  საჯარო ინფორმაციის გაცემისა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების პროცესის უზრუნველყოფა;
  7.  დაინტერესებული პირებისათვის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;
  8. ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება;
  9. კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ექსპერტიზა, ხელშეკრულებებისა და ცენტრის დირექტორის ბრძანებების ვიზირება;
  10.  საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი შეფასებების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
  11. ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;
  12. ცენტრის განვითარების პროექტებში მონაწილეობა.

 

საკონკურსო თემატიკა 

  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  •  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  •  საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
  •  საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  •  საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
  •  საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
  •  საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“;
  •  საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;
  •  საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
  •  „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება;
  •  „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება;
  •  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის   - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბერის N 89/ნ ბრძანება;
  •  „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N 3/ნ ბრძანება;
  •  „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N 120/ნ ბრძანება;
  •  „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის  №10/ნ ბრძანება;
  •  „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანება;
  •  საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
  •  საქართველოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“.

 

დამატებითი მოთხოვნები

  •  კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამართლის მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 3 წელი. უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • კანდიდატი კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას;

კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
  •  წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  •  დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
  •  ორგანიზებულობა;
  •  კომუნიკაბელურობა;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  დროის მართვისა და განაწილების უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო:  1785  ლარი (ხელზე ასაღები: 1428 ლარი )

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44927?active=1

 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
1-10
თანამშრომელი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წლის 1 სექტემბერს... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი