სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალური მუშაკი

რუსთავი გამოქვეყნდა 08/06/2017 ბოლო ვადა: 16/06/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1200

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 1 წელი

თანამდებობის სრული დასახელება: სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალური მუშაკი (ქვემო ქართლის პრობაციის ბიურო)

 

ფუნქციები:

  • აწვდის სოციალური მუშაობის მომსახურებას პირობით მსჯავრდებულებს, პირობით ვადამდე გათავისუფლებულებს და მართლმსაჯულების სისტემისგან განრიდებულ პირებს. ამზადებს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს სასამართლოსთვის. სისტემის სხვა თანამშრომლებთან ერთად უზრუნველყოფს მათ რეაბილიტაცია -
  • რესოციალიზაციას განმეორებითი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით;
  •  პრობაციის ოფიცერთან (საჭიროებისამებრ, ფსიქოლოგთან) შეთანხმების საფუძველზე მუშაობს პირობით მსჯავრდებულთან და მის ოჯახთან (ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაო, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები, ოჯახური კონფერენცია და სხვა) სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების მიზნით;
  •  ახდენს პირობით მსჯავრდებულთაგან იმ პირთა შეფასებას შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომელთა ზიანის რისკების შეფასების შედეგად გამოიკვეთა სოციალური მუშაობის მომსახურების აუცილებლობა;
  •  აწვდის სოციალური მუშაობის მომსახურებას მართლმსაჯულების სისტემისგან განრიდებულებს;
  •  ახდენს საინფორმაციო ბაზის რეგულარულად განახლებას არსებული პროგრამების/პროექტების შესახებ პირობით მსჯავრდებულთა ან მართლმსაჯულების სისტემისგან განრიდებულთა დაკავშირების მიზნით;
  •  ახდენს პირობით მსჯავრდებულთა დაკავშირება იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ პირობით მსჯავრდებულების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას;
  •  აქტიურად მონაწილეობს პრობაციის ბიუროს ფარგლებში ფუნქციონირებად მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში;
  •  ახდენს მომსახურების მიწოდებისათვის გათვალისწინებული ფორმების დაწესებულ ვადებში შევსებას;
  •  თანამშრომლობს (საჭიროების შემთხვევაში) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებთან;
  •  მონაწილეობს სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების და/ან განხორციელების პროცესში;
  •  ახდენს ტრენინგების ორგანიზებას და ჩატარებას როგორც პირობით მსჯავრდებულებისათვის, ასევე პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა თანამშრომელთათვის;
  •  ახდენს საჭიროებისამებრ, პროფესიული საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზებას;
  •  ახდენს საჭიროებისამებრ, სოციალური მუშაობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკის სწავლების სტუდენტების ზედამხედველობას მათ უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმებული ურთიერთგაგების შეთანხმების ფარგლებში;
  •  ამზადებს საჭიროებისამებრ, პირობით მსჯავრდებულისათვის გამოსაცდელი ვადის შემცირებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადასაწყვეტად, შესაბამისი რეკომენდაციებს;
  •  მონაწილეობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიმართულებით, პროფესიული სტანდარტების შემუშავებასა და განხორციელებაში;
  •  ახდენს სამუშაო პროცესში გამოვლენილი პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირებას და განხილვას სამმართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან;
  •  ასრულებს, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.

 

დამატებით მოთხოვნები:

  1.  უმაღლესი განათლება სოციალურ სამუშაოში ან სხვა სფეროში (პირებს, რომელთაც არ აქვთ უმაღლესი განათლება სოციალურ სფეროში სავალდებულოა სასერტიფიკატო კურსი);
  2.  სოციალური მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილებას);
  3.  საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა;
  4.  ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (სასურველი);
  5.  სოციალური პროგრამების და/ან მომსახურებების მონიტორინგის გამოცდილება (სასურველი);
  6.  სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების და/ან განხორციელების გამოცდილება (სასურველი);
  7.  უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შესაბამისი ენების ცოდნა (სასურველი).
 
 

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს კანდიდატი, თუ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) ატვირთული დოკუმენტაციით მოხდება მისი შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან;

კონკურსში მონაწილე პირებმა განაცხადის შევსების დროს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სერტიფიკატი, ასეთის არსებობის შემთხვევაში და შექმნან სამოტივაციო წერილი;

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც სრულად არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, წერით დავალებაზე არ დაიშვება;

კანდიდატის წერით დავალებაზე/გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება წარმოადგენს კანდიდატის წერით დავალებაზე/გასაუბრებაზე დაუშვებლობის საფუძველს. მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა ან დაგვიანება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.

კონკურსის მონაწილე, წერითი დავალებისას, ყველა კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, ფასდება 100 ქულით. მინიმალური გადასალახი ბარიერია 70 ქულა.

კონკურსი ითვლება გავლილად კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.

კანდიდატები ვალდებულნი არიან კონკურსზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.

კონკურსის შედეგებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ კანდიდატს წერილობით ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

 
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVakActives/Details/43706
 
პრობაციის ეროვნული სააგენტო
51-100
თანამშრომელი

პრობაციის ეროვნული სააგენტო

  არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

პრობაციის ეროვნული სააგენტო

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი