სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი

ბათუმი გამოქვეყნდა 12/09/2017 ბოლო ვადა: 25/09/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1680

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 5 წელი

ფუნქციები

  • კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას, მოქმედებს სამსახურის სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
  • პერსონალურად პასუხისმგებელია დებულებისა და სამსახურის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების, აგრეთვე მათგან გამომდინარე მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის დავალებების ზუსტად და დროულად შესრულებაზე;
  • პერსონალურად პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, სამსახურის ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;
  • თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ხელს აწერს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;
  • თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს;
  • ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების საქმიანობაზე, ატარებს თათბირებს თანამშრომლებთან, პერიოდულად ისმენს მათი მუშაობის შედეგებს, სამსახურის სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას თანამშრომლებსა და სხვა პირებზე;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია სამსახურის თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
  • უფლებამოსილია სამსახურის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში, დადოს შრომითი და სხვა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებსა და ხარჯთა ნუსხას;
  • ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს და სამსახურის თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის განრიგს, უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
  • წელიწადში ორჯერ სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსური სახსრების გამოყენების შესახებ;
  • სამინისტროს მეშვეობით მთავრობას წარუდგენს სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მთვარობის დადგენილების პროექტს, სამინისტროსა და მთავრობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ;
  • ასრულებს კანონმდებლობით, დებულებით და მათ შესაბამისად მთავრობის ან/და სამინისტროს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

საკონკურსო თემატიკა

  •  საქართველოს კონსტიტუცია;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის №7 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულება“.
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 17 მაისის №12 დადგენილება.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება.
  • გუნდის მართვის გამოცდილება; 
  • მენეჯერული უნარები: ლიდერობა, გუნდის მართვა, პროექტებისა და პროცესების მართვა, თანამშრომლების განვითარება, თანამშრომელთა მოტივაცია; 
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და სწრაფად აღმოფხვრის უნარი; 
  • ცვლილებების საჭიროების გამოვლენისა და ცვლილებების ინიცირების უნარი; 
  • სიახლეებთან სწრაფად ადაპტირების უნარი; 
  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა; 
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღების უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
  • დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი; 
  • ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.

 

თანამდებობრივი სარგო:   2100 ლარი (ხელზე ასაღები:  1680 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44946?active=1

 
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
1-10
თანამშრომელი

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის ა/რ ფინანსთა და... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი