სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

უფროსი იურისტი

თბილისი გამოქვეყნდა 08/06/2017 ბოლო ვადა: 16/06/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 2000

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 4 წელი

ფუნქციები:

 

  •  სააგენტოს საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის წარმართვის ხელშეწყობა;
  •  სააგენტოს უზრუნველყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეებით;
  •  სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების მომზადება ან/და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული შესაბამისი პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;
  •  სააგენტოს საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების, მემორანდუმების, სამოქმედო გეგმებისა და სხვა პროექტების მომზადებაში მონაწილეობა და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
  •  სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, სამართლებრივი დასკვნების მომზადება და ვიზირება;
  •  სააგენტოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობებში და სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
  •  დადგენილი წესით, დაინტერესებულ პირთა საჩივრების, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ წერილების, სხვადასხვა განცხადებების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა და მათზე გადაწყვეტილებების (პასუხების) პროექტების მომზადება;
  •  კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა.

 

დამატებით მოთხოვნები:

  •  სპეციალობით არანაკლებ 3 წლიანი, მათ შორის, ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  •  უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური ან/და რუსული) კარგად ცოდნა.

 

დამატებითი ინფორმაცია:

   სსიპ „აწარმოე საქართველოში" წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ და მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის მიზნებს წარმოადგენს: ადგილობრივი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების ხელშეწყობა, მეწარმეებისათვის, სხვა დაინტერესებული პირებისათვის, მეწარმეობის განვითარების მიმართულებით სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სამეწარმეო კულტურის განვითარებაში ხელშეწყობა, ასევე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიზნით, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, აპლიკაციის შევსებისას კანდიდატმა შესაბამის ველში სავალდებულოა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლ(ებ)ი;
  •  ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი.
  •  სამოტივაციო წერილი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVakActives/Details/43629

 
სსიპ - აწარმოე საქართველოში
101-500
თანამშრომელი

სსიპ - აწარმოე საქართველოში

  საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

სსიპ - აწარმოე საქართველოში

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი