სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის მთავარი ბუღალტერი

თბილისი გამოქვეყნდა 07/06/2017 ბოლო ვადა: 16/06/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1850

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 5 წელი

ფუნქციები:

ორგანიზაციის საბუღალტრო საქმიანობის ორგანიზება და მართვა, კერძოდ:

  •  საბუღალტრო აღრიცხვა და სახაზინო ოპერაციების წარმოება;
  •  საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
  •  ფინანსური ანგარიშგების ფორმების შევსება და კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენა;
  •  ფინანსური მონიტორინგის წარმოება, სპეციალური ფორმების შევსება და კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენა;
  •  კანონმდებლობის შესაბამისად, პერიოდული დეკლარაციების შევსება და დროულად წარდგენა;
  •  პარტნიორ ორგანიზაციებთან ფინანსური ოპერაციების დროული შესრულება, კოორდინაცია და კონტროლი;
  •  პირველადი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
  •  სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  •  სხვადასხვა ელექტრონულ სისტემებში მუშაობა (სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა);
  •  ბუღალტრებს შორის, საქმიანობის გადანაწილება და შესრულებაზე კონტროლი.

 

დამატებით მოთხოვნები:

  •  საბიუჯეტო ორგანიზაციაში მთავარი ბუღალტრის, ან შესაბამისი კომპეტენციის თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (სასურველია სსიპ-ში მუშაობის გამოცდილება);
  •  სასურველია უმაღლესი განათლება - ეკონომისტის, ფინანსისტის ან ბუღალტრის კვალიფიკაციით;
  •  საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კარგი ცოდნა;
  •  სიახლეებისა და ცვლილებების დროულად მოპოვების და პროფესიულ საქმიანობაში შესაბამისად დანერგვის უნარი;
  •  წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;

 

პიროვნული თვისებები:

  •  ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
  •  ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  •  ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  •  ყურადღების კონცენტრირების მაღალი დონე;
  •  საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები;
  •  სამუშაოს ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი;
  •  სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

 

საკონკურსო თემატიკა

1.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

2.  საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

3.  საქართველოს კანონი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"; 

4.  საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ"; 

5. „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილება;

6. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულება; 

7. „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ მბული

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVakActives/Details/43490

 
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
101-500
თანამშრომელი

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) 2012 წელს შეიქმნა.   EMIS-ის მისიას წარმოადგენს განათლების... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი