სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი

გორი გამოქვეყნდა 06/09/2017 ბოლო ვადა: 15/09/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 892

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 0 წელი

სამუშაო ადგილი: შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი / დეტექტივების სამმართველო / ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება

 

თანამდებობისთვის გათვალისწინებული ძირითად ფუნქცია-მოვალეობათა ჩამონათვალი:

  •   ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეკრება, დამუშავება;
  •   ოპერატიული ინფორმაციის ფლობა მის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებიც ამზადებენ, ჩადიან ან ჩადენილი აქვთ დანაშაული, ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
  •    ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა, ასევე სხვა სამართალდამრღვევ პირთა ძებნა და დაკავება, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამოუცნობი გვამების დასადგენად და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად;
  •   დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენა, აღკვეთა, აცილება;
  •   საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული საქმეების გამოძიება ან/და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება;
  •   ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფების გამოვლენა და შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება;
  •    საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა;
  •    კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების და უფლება-მოვალეობების განხორციელება;

 

განათლება: 

  •  უმაღლესი განათლება  და აკადემიაში დადგენილი წესით გავლილი ჰქონდეს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო ან სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი (დეტექტივი-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
  •  დეტექტივი-გამომძიებლებისა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების გადამზადების კურსები ან დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის სპეციალური გადამზადების კურსები); 
  • ან/და აკადემიის ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხი, რომლის დიპლომის დანართითაც დასტურდება საპოლიციო სამართლის მიმართულებით სასწავლო კურსის გავლა.

 

  სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანება;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის  31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება“.
  • „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება.

 

   ძირითადი უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი.
  •  ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტაცია;
  •  სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

 

 

თანამდებობრივი სარგო: 1115 ლარი (ხელზე ასაღები: 892 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

http://hr.police.ge/review-vacancies/

 
შინაგან საქმეთა სამინისტრო
5001 და მეტი
თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას. სამინისტროს უმთავრესი... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი