სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

უფროსი სპეციალისტი (აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის მიმართულება)

თბილისი გამოქვეყნდა 04/09/2017 ბოლო ვადა: 15/09/2017 ვაკანტური ადგილები 1 რეინჯი 1501 - 2500 მინ. გამოცდილება 2 წელი

პოზიციის დასახელება: აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის მიმართულება)

 

ფუნქციები

  • დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, აუდიტორებთან/აუდიტორულ ფირმებთან, პროფესიულ ორგანიზაციებთან, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოებთან, მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოებთან, სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა;
  • ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებების განხილვა და მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე სამსახურის უფროსისათვის შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადების უზრუნველყოფა აუდიტორის/აუდიტორული ფირმის, პროფესიული ორგანიზაციისა და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული შესაძლო რისკების მართვა და გამოვლენა;
  • აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების რეესტრის მართვასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესების, მონაცემების შეგროვების, წესების შემუშავება-განახლების, რეესტრების წარმოების პროცესის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების რეესტრში ასახული ინფორმაციის მონიტორინგის, სარეგისტრაციო წარმოების, ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის დროს გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსისა და სამსახურის უფროსისათვის მიწოდება, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების ან აღმოფხვრისათვის შესაბამისი ღონისძიებების შესრულება;
  • მოკვლევის სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება, მოკვლევის ჩატარების წესებისა და მეთოდოლოგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სამსახურის ინიციატივით ან/და წარმოდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებით მოკვლევის ინიცირება;
  • დეპარტამენტის ზედამხედველობის სფეროთი მოცული საერთაშორისო სტანდარტებისა და წესების სამოქმედოდ შემოღებასთან/შემუშავებასთან დაკავშირებული პროცესების შესრულება (მათ შორის, მესამე პირებთან ურთიერთობის დაგემგვის, მოლაპარაკებების წარმართვის, შესრულების მონიტორინგის და შედეგების მიღების ჩათვლით);
  • პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების მიმართულებით, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება;
  • მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სამსახურის უფროსისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მითითებებისა და დავალებების განხორციელება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  •  საქართველოს  კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
  •  საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვის,   ანგარიშგებისა   და  აუდიტის შესახებ”;
  • საქართველოს   კანონი  ,,საჯარო   სამსახურის შესახებ“;
  •  საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ“;
  •  ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები (ISQC1);
  •  აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA);
  •  ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS);
  •  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’;
  •  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის  სამსახურის   უფროსის  2016   წლის  28  ოქტომბრის  №17  ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“.


დამატებითი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუდიტის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგების სფეროში, ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვა, ანგარიშგების ან/და აუდიტის სწავლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა.

 

შემდეგი უნარ-ჩვევები:

  • პროექტის მართვის უნარი;
  • ცვლილებების მართვის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი;
  • კრეატიულობა/ინოვაციურობა;
  • შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • ადაპტაციის უნარი;
  • არგუმენტაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კოლეგიალურობა;
  • მიზანდასახულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

თანამდებობრივი სარგო: 2500 ლარიდან 3125 ლარამდე (ხელზე ასაღები: 2000 ლარიდან 2500 ლარამდე)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44567?active=1

 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური
1-10
თანამშრომელი

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი