სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი

თბილისი გამოქვეყნდა 04/09/2017 ბოლო ვადა: 15/09/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 880

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 3 წელი

პოზიციის დასახელება: ადმინისტრაციული დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი

 

ფუნქციები

  • სამსახურის დაგეგმილი ან განხორციელებული ინიციატივებისა და ვეტერანთა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის ფართო საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენა; 
  • სხვადასხვა უწყებრივ და ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების მიზნით; 
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და პროექტების მომზადება- ინიცირება, წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება; 
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიების დაგეგმვა, ორგანიზებაში მონაწილეობა; 
  • სამსახურის ვებგვერდის, ფეისბუქის გვერდის ეფექტიანი მართვა, ვებგვერდის განვითარებისათვის წინადადებების მომზადება; 
  • სამსახურის ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი კვლევების დაგეგმვა და ჩატარება, კვლევის შედეგად მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა და მათთან მუშაობა, ასევე სამსახურის ხელმძღვანელობასთან მათი შეხვედრის მომზადება; 
  • საკომუნიკაციო/სარეკლამო ტექსტების შექმნა და სარეკლამო მასალების (ბროშურების, ბუკლეტების, პოსტერების და სხვ.) წარმოების კოორდინირება; 
  • სამსახურში ცხელ ხაზზე ვეტერანებისა და სხვა დაინტერესებულ პირთაგან შემოსულ სატელეფონო შეტყობინებათა შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; 
  • სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის ინფორმაციის მიწოდება შემოსულ შეტყობინებებზე სწრაფი რეაგირების მიზნით;
  • ვეტერანების, მათი ოჯახის წევრთა, მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
  • სამსახურის თანამშრომლების, ვეტერანთა მედიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
  • ბეჭდვითი, ტელე და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებების მონიტორინგი და ანალიზი, მედიაპუბლიკაციების ანალიზის მიხედვით, უახლოეს პერიოდში გასატარებელი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავება-განხორციელება; 
  • ვეტერანთა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებისა და ვეტერანთა წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ ინფორმაციების შეგროვება, მათ პრიორიტეტულობის მიხედვით გადარჩევა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან გასავრცელებლად მომზადება;
  • ხელმძღვანელობის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.


საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”
  • ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს კანონი ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“;
  •  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის N342 დადგენილება;

 

დამატებითი მოთხოვნები

  • მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სტაჟი, მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
  • სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint) ცოდნა.

 

პიროვნული/პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი;
  • შემჭიდროვებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გამართული მეტყველება და წერის კულტურა;
  • კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დაგეგმვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი;
  • აზრის ნათლად გამოხატვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 1100 ლარი (ხელზე ასაღები: 880 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44845?active=1

 
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
51-100
თანამშრომელი

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

  საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი