სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი

თბილისი გამოქვეყნდა 25/08/2017 ბოლო ვადა: 11/09/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1428

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 5 წელი

ფუნქციები

  1. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ხელმძღვანელობა;
  2. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს თანამშრომელთა საქმიანობის დაგეგმვა, მათი მუშაობის კოორდინაცია, თანამშრომელთა მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხისა და დროულობის კონტროლი;
  3. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს თანამშრომელთათვის კონკრეტული მიმართულებების მიცემა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით და მათთვის თემატური კონსულტაციების გაწევა;
  4. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს თანამშრომელთათვის საკითხების გადანაწილება, მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კოორდინაცია;
  5. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციების განაწილება;
  6. კორესპონდენციებში დასმულ საკითხებზე გადაწყვეტილების დროულად მიღების უზრუნველყოფა;
  7. ცენტრის სტრატეგიის შესაბამისად საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასოციაციებში, ქსელებში ცენტრის გაწევრიანების პროცესის წარმართვა და მათთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
  8. საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების რეკომენდაციების საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში გავრცელების მიზნით ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის ხელმძღვანელობა და მათი განხორციელების გზების დასახვის კოორდინაცია; 
  9. განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
  10. საერთაშორისო აკრედიტაციის განხორციელების ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; 
  11. ბოლონიის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან თანამშრომლობის კოორდინაცია; 
  12. ევროინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, განათლების სფეროში შესაბამისი ცვლილებების გახორციელებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია; 
  13. ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირისა და განათლების სფეროში მისი პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია;
  14. ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეფასების პროცესების კოორდინაცია;
  15. ცენტრის სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლობის კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან;
  16. ცენტრის ორგანიზაციულ განვითარებასთან დაკავშირებული პროექტებისა და პროგრამებისათვის დონორებისა და ფონდების მოძიება და მოზიდვა;
  17. დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის შიდა დებულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება;
  18. ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.


 

საკონკურსო თემატიკა

  1.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  2.  საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ”;
  3.  საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
  4.  „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბერის №99/ნ ბრძანება;
  5.  „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება;
  6.  „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბერის №120/ნ ბრძანება;
  7.  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის   - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბერის №89/ნ ბრძანება;
  8.  ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპები (ESG);
  9.  ბოლონიის პროცესი;
  10.  საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებაში განათლებას მიკუთვნებული თავები.


 

დამატებითი მოთხოვნები

  1.   განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა;
  2.  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  3.  საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ურთიერთობის, კვლევების დაგეგმვის და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

 

უნარები:

  1.  ეფექტური კომუნიკაციის;
  2.  გადაწყვეტილების მიღების;
  3.  ანალიტიკური აზროვნების;
  4.  დროის ეფექტურად მართვის;
  5.  გუნდში მუშაობის.

 

 

თანამდებობრივი სარგო: 1785  ლარი (ხელზე ასაღები: 1428 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44756?active=1

 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
1-10
თანამშრომელი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წლის 1 სექტემბერს... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი