სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი

თბილისი გამოქვეყნდა 23/08/2017 ბოლო ვადა: 05/09/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 922

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 2 წელი

პოზიციის დასახელება: საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი

 

ფუნქციები

  • სამინისტროს სისტემაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვისათვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სტანდარტების და მოთხოვნების შემუშავება, ჩამოყალიბება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სტანდარტების და ნორმების ჩამოყალიბება და დადგენა; 
  • სამინისტროს სისტემაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მიღებული სტანდარტების და მოთხოვნების დანერგვისთვის აუცილებელი ცვლილებების ინიცირება;
  • კიბერ უსაფრთხოების საკითხების დაგეგმვაში ჩართული სამინისტროს და სხვა უწყებების სამსახურებთან თანამშრომლობა.

პოლიტიკის განხორციელება და მონიტორინგი:

  • კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მიღებული სტანდარტების და მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი და მონიტორინგი;
  • კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს კიბერ უსაფრთხოების პოლიტიკის სათანადო შესრულებისთვის აუცილებელი მონიტორინგი და კონტროლი;
  • კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სტანდარტების და ნორმების დანერგვის პროცესის და ექსპლუატაციის კონტროლი/მონიტორინგი;
  • სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების ხელმძღვანელობა ან/და მათ საქმიანობაში მონაწილეობა;
  • სამმართველოში გადაწყვეტილებებისა და გაცემული დავალებების შესრულების კონტროლი;
  • სამმართველოს ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი. გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
  • სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის და მისი შედეგების შესახებ ანგარიშების, პრეზენტაციების წარდგენა;
  • დეპარტამენტის უფროსის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება. 

 

საკონკურსო თემატიკა

  •   საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);
  •  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);
  •  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;
  •  „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 7 აპრილის №13 ბრძანება.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:
  1. ინჟინერიის მიმართულებით (კომპიუტინგის/ინფორმატიკის სპეციალობა (ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინფორმაციული სისტემების, კომპიუტერული მეცნიერების, პროგრამული ინჟინერიის, ინტერდისციპლინური ინფორმატიკის, გამოთვლითი მეცნიერებების სპეციალიზაციებით), კომპიუტერული ინჟინერიის, საინჟინრო ფიზიკის სპეციალობები);
  2. მეცნიერების/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით (მათემატიკის, ფიზიკის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის სპეციალობები);
  3. ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის სპეციალობა (საერთაშორისო ბიზნესის, ინფორმაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტექნოლოგიების, პროექტების, ინოვაციების მენეჯმენტის სპეციალიზაციები));
  4. სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები);
  5. მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (თავდაცვისა და უსაფრთხოების სპეციალობა (კიბერუსაფრთხოების სპეციალიზაცია), სტატისტიკის სპეციალობა).
  • მუშაობის გამოცდილება სპეციალობით ან/და შესაბამის სფეროში/დარგში – 2 წელი;
  • კიბერდანაშაულისა და კიბერთავდასხმების პრევენციის კუთხით არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და განხორციელებული საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემების ცოდნა;
  • პროექტების მეთოდოლოგიური მართვის გამოცდილება;
  • სასურველია დამატებითი უცხო ენის ცოდნა.

 

თანამდებობრივი სარგო: 1152 ლარი (ხელზე ასაღები: 922 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44722?active=1

 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
1000-ზე მეტი
თანამშრომელი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი