სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

კახეთის გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ინსპექტორი

თელავი გამოქვეყნდა 18/08/2017 ბოლო ვადა: 01/09/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 680

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 1 წელი

პოზიციის დასახელება: კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ინსპექტორი

 

ფუნქციები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მათ შორის გეგმური და არაგეგმური გარემოსდაცვით შემოწმებებში მონაწილეობის მიღება;
  • რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიზუალური დათვალიერება/შესწავლა;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე;
  • დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლების შეთანხმება და დადგენილი წესით სამინისტროში წარდგენის უზრუნველყოფა; 
  • კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტების, დანადგარების, აგრეგატების და მოწყობილობის დალუქვა;
  • რეგულირების ობიექტის მიერ გარემოსათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, დადგენილი წესით გარემოსათვის მიყენებული ზიანი განსაზღვრა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა, და აღკვეთა. დადგენილი წესით ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, წერილობითი მომართვების, განცხადებების და საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობის მიღება;
  • „ცხელ ხაზზე“ შემოსული შეტყობინებების და მათში მოყვანილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (კარი X – დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ);
  • საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „ტყის ფონდის მართვის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“;
  • „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილება;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“.  

 

დამატებითი მოთხოვნები

  •  უმაღლესი განათლება - ინჟინერიის ან აგრარული მეცნიერებანის ან მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანის მიმართულებით.

 

თანამდებობრივი სარგო: 850  ლარი (ხელზე ასაღები: 680 ლარი) 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44660?active=1

 
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
51-100
თანამშრომელი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

    საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი