სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო - შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

თბილისი გამოქვეყნდა 17/08/2017 ბოლო ვადა: 31/08/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 944

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 5 წელი

პოზიციის დასახელება: ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო - შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

 

ფუნქციები

  • სამმართველოში შემოსული დოკუმენტების განხილვა/შესწავლა და პასუხების პროექტების მომზადება;
  • საქონლის მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
  • სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და მათი დაზღვევა;
  • სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოთხოვნილი ინვენტარის შეძენისთვის ბაზრის კვლევა;
  • სამმართველოს უფროსის წერილობითი ან/და ზეპირი დავალებების შესრულება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
  • „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილება;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
  • საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“.

 

დამატებითი მოთხოვნები
 სავალდებულოა: 

  • მიმართულება/დარგი/სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, ტრანსპორტი;
  • სპეციალობით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

კომპეტენციები და უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • კომუნიკაციის სწორედ წარმართვის უნარი;
  • სწავლების უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 1180 ლარი (ხელზე ასაღები: 944 ლარი) 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44603?active=1

 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
101-500
თანამშრომელი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება: • რე­გიონული განვითარების პოლიტიკა; • საქართველოში წყლით... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი