სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

შიდა კონტროლის სამსახურის უფროსი

თბილისი გამოქვეყნდა 15/08/2017 ბოლო ვადა: 29/08/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1840

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 5 წელი

ფუნქციები

  • სამსახურის საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის მართვა;
  • მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის განვითარების, ახალი პროგრამული მოდულების შემუშავებისა და/ან ცვლილებების შეტანის ღონისძიებების ორგანიზება;
  • სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადების ორგანიზება;
  • რეგულარული საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადების ორგანიზება;
  • კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და სისტემატიზაციის ორგანიზება;
  • კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
  • სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენისას შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე სამსახურის მიერ გამოვლენილი, ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისათვის;
  • ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა, ასევე კანონმდებლობის შესრულების ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • სააგენტოს ეფექტური და გამართული ფუნქციონირების მიზნით ელექტრონული საინფორმაციო სისტემის შემუშავების ორგანიზება; 
  • სამსახურში შემოსული წერილებისა და მასალების თანამშრომლებზე განაწილება და მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

 

საკონკურსო თემატიკა

  •   საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ";
  •   საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
  •   საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი";
  •   საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი";
  • „ტყის ფონდის მართვის შესახებ” საქართველოს კანონი;
  •   საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი - სატყეო სფეროს მიკუთვნებული ადმ. მუხლები: 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 515, 53-ე, 532, 63-ე,      64-ე, 65-ე, (გარდა ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური  ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური    ლიცენზიის პირობების დარღვევისა), 661, 67-ე, 68-ე, 71-ე, 721-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე, 84-ე, 841 მუხლები, 86-ე  მუხლის პირველი, მე-3, მე-7, მე-8 და მე-9    ნაწილები).
  • „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილება;
  • „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილება;
  •   საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის)   პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”;
  •   საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის  (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ;
  • „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების    დაცვის მინისტრის  2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანება;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების    დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №50 ბრძანება.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი და გამოცდილება; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

 

 

თანამდებობრივი სარგო: 2300 ლარი (ხელზე ასაღები: 1840 ლარი) 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44600?active=1

 
ეროვნული სატყეო სააგენტო
1000-ზე მეტი
თანამშრომელი

ეროვნული სატყეო სააგენტო

ეროვნული სატყეო სააგენტო არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

ეროვნული სატყეო სააგენტო

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი