სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

ქუთაისი გამოქვეყნდა 15/08/2017 ბოლო ვადა: 25/08/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 880

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 3 წელი

დამსაქმებელი: სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

 

ფუნქციები

  • ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სკოლის სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება;
  • სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება; 
  • სკოლის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხების პროექტების შედგენა; 
  • ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და შერჩევის გრაფიკების შექმნა;
  • პერსონალის შერჩევის დაგეგმვა და განხორციელება;
  • საკონკურსო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
  • სკოლის თანამშრომელთა დანიშვნის, სამსახურეობრივი გადაადგილების, გათავისუფლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულების, მივლინებებისა და სხვა ნებისმიერი საკადრო ბრძანების პროექტის მომზადება; 
  • სკოლაში არსებული პოზიციების სამუშაო აღწერილობის საბოლოო ვერსიის შემუშავება; 
  • შრომითი ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმების უზრუნველყოფა და რეესტრის წარმოება;
  • ადმინისტრაციულ თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება და კანონმდებლობით დადგენილი საბუთების წარდგენა/აღრიცხვის კონტროლი;
  • სკოლის თანამშრომელთა სამსახურებრივი საშვებით უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება; 
  • სკოლის შინაგანაწესის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი დაცვის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების და სამსახურიდან გასვლის დროის აღრიცხვა და მიღებული ინფორმაციის ანალიზი და შემდგომი რეაგირება; 
  • სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის ზედამხედველობა; 
  • სკოლაში ადამიანური რესურსების სტაბილურობის, გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოება, პერიოდული ანალიზი და შეფასება;
  • თანამშრომლებისათვის სამუშაო ადგილის შესახებ ცნობების მომზადება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე;
  • თანამშრომელთა სახელფასო ტაბელის მომზადება და ბუღალტრისთვის გადაცემა;
  • თანამშრომლებისთვის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
  • თანამშრომლების დროული და სათანადო ინტეგრაციისთვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება; 
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარების ინიცირება და ორგანიზება; 
  • თანამშრომელთა საჭიროებების კვლევა მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისათვის; 
  • თანამშრომლების მოტივაციის გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება და განხორციელება;
  • თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება;
  • სკოლის მიერ დაქირავებულ პირებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობა;
  • სკოლის დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „ საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს  კანონი  „საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსი“.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • საჯარო სამსახურში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
  • ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები და უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
  • დავალებების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
  • სტრესულ და ფორს მაჟორულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვისა და დაცვის უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 1100 ლარი (ხელზე ასაღები: 880 ლარი) 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44575?active=1

 
101-500
თანამშრომელი

სკოლის ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი

    სკოლის ადმინისტრაციასა და ტექნიკურ პერსონალს  მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

სკოლის ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი