სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსი

ვანი გამოქვეყნდა 10/08/2017 ბოლო ვადა: 23/08/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 760

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 2 წელი

დამსაქმებელი:  ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

ფუნქციები

  • სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზება; 
  • წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
  • წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე. გეგმარებითი დავალებების მომზადება;
  • მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბება და განვითარებაზე ზედამხედველობა; 
  • დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება;
  • დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებაზე ზედამხედველობა;
  • მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავება; 
  • მშენებლობის ნებართვების თაობაზე ბრძანებების პროექტების შემუშავება; 
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა, ობიექტების ექსპლოატაციაში მიღება;
  • მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება; 
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება. შემოწმების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა; 
  • არქიტექტურულ - სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება; 
  • არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება; 
  • მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
  • საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; 
  • „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილება;  
  • ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებული „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება".

 

დამატებითი მოთხოვნები

  • ინჟინერიის ან არქიტექტურის სპეციალობით მუშაობის ორწლიანი გამოცდილება.

კომპეტენციები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნების უნარი;
  • სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
  • ცვლილებების ინიცირებისა და მართვის უნარი;
  • თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
  • მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
  • პრობლემის გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
  • გუნდის განვითარების უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 950 ლარი (ხელზე ასაღები: 760 ლარი) 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44532?active=1

 
ვანის მუნიციპალიტეტი
51-100
თანამშრომელი

ვანის მუნიციპალიტეტი

გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება,რომელიც... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

ვანის მუნიციპალიტეტი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი