სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი

თბილისი გამოქვეყნდა 09/08/2017 ბოლო ვადა: 22/08/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 2160

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 5 წელი

ფუნქციები

  • „სსიპ - იუსტიციის სახლის“ ინფრასტრუქტურის მუდმივი მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარებისათვის შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა, დავალებების გაცემა/კონტროლი;
  • „სსიპ - იუსტიციის სახლის“ ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახურის თანამშრომლებს შორის ფუნქციების გადანაწილება, მათ მიერ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე ზედამხედველობა;
  • „სსიპ - იუსტიციის სახლის“ ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული ხელშეკრულებების ფარგლებში მომწოდებელი სუბიექტების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და გამოვლენილ ნაკლოვანებებზე დროული რეაგირება; 
  • „სსიპ - იუსტიციის სახლის“ ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობებისა და აქტივების მოვლა-პატრონობის, შენახვის უზრუნველყოფა;
  • „სსიპ - იუსტიციის სახლის“ ფილიალების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად (ინვენტარი, ტექნიკა/დანადგარები) შესასყიდი ობიექტების განსაზღვრა, შესაბამისი სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდება და აღნიშნულთან დაკავშირებით დავალებების გაცემა;
  • „სსიპ - იუსტიციის სახლის“ ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ელექტრო, ვენტილაცია-კონდიცირების, წყალსაკანალიზაციო და სხვა საკომუნიკაციო სისტემების, შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 
  • „სსიპ - იუსტიციის სახლის“ შენობებში ხანძარსაწინააღმდეგო წესების შემუშავება და სახანძრო უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა;
  • „სსიპ - იუსტიციის სახლის“ შენობა-ნაგებობების საექსპლუატაციო მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი, შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება;
  • სამშენებლო, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მართვა;
  • ახალი ფილიალების მშენებლობის პროცესის ზედამხედველობა, ინსპექტირება და დასრულებული ობიექტების ჩაბარება;
  • საჭიროებიდან გამომდინარე, ჩატარებული სამშენებლო, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეფასების მიზნით, ექპერტიზის ჩატარების კოორდინირება;
  • „სსიპ - იუსტიციის სახლის“ სტრუქტურული ერთეულების საჭირო ინვენტარითა და საქონლით დროულად მომარაგების უზრუნველყოფა;
  • „სსიპ - იუსტიციის სახლის“ არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა;
  • „სსიპ - იუსტიციის სახლის“ ავტო-პარკის მართვისა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება, დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით საწვავის ხარჯვის კონტროლის უზრუნველყოფა; 
  • „სსიპ - იუსტიციის სახლის“ სასაწყობე მეურნეობის ეფექტიანად მართვისა და სასაწყობე ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა;
  • „სსიპ - იუსტიციის სახლის“ ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვა/შედგენა, ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი;
  • „სსიპ - იუსტიციის სახლის“ შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშებში დაფიქსირებული ინფრასტრუქტურული და სამეურნეო ხასიათის ხარვეზების აღმოფხვრისათვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეხვედრების ორგანიზება;
  • დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში კორესპონდენციის წარმოება, გაცნობა, შესაბამისი რეაგირება და დავალებების გაცემა;
  • ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სრულყოფის მიზნით სათანადო საკითხების შესწავლა და წინადადებების წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
  • ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახურის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო ადამიანური რესურსის განსაზღვრა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

 

საკონკურსო თემატიკა
 აუცილებელია შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის№302 დადგენილება „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №239 დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილება „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
  • მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილება „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილება „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესი“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (მე-18 მუხლი);
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • აუცილებელია სამეურნეო ან ლოჯისტიკის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია სამეურნეო ან ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • ინგლისური ან სხვა უცხო ენის კარგად ცოდნა (B2 დონე).

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
  • კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • პრობლემების ანალიზის უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

თანამდებობრივი სარგო: 2700 ლარი (ხელზე ასაღები: 2160 ლარი) 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44558?active=1

 
იუსტიციის სახლი
5001 და მეტი
თანამშრომელი

იუსტიციის სახლი

სსიპ იუსტიციის სახლი - ეს არის შენობა, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სახელმწიფო სერვისების დიდი უმრავლესობა. მისი... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

იუსტიციის სახლი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი