სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

სახელშეკრულებო უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

თბილისი გამოქვეყნდა 09/08/2017 ბოლო ვადა: 22/08/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 840

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 1 წელი

პოზიციის დასახელება: იურიდიული სამსახურის სახელშეკრულებო უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

 

ფუნქციები

  • საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის/შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში შესაბამის ხელშეკრულებებში ცვლილებების პროექტების მომზადება, გარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით გაფორმებული ხელშეკრულებებისა;
  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ცვლილებების პროექტების, დანართის სახით მომზადება და მათ გაფორმებაში მონაწილეობის მიღება;
  • დანართის სახით, მომზადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ცვლილებების პროექტების ვიზირების უზრუნველყოფა, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის-ტექნიკური მდივნის და თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილის/მოადგილეების მიერ;
  • დანართის სახით, მომზადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ცვლილებების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და მატერიალური სახით არსებული მასალების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება;
  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, აგრეთვე შესაბამისი საბანკო გარანტიების ამოქმედებასთან დაკავშირებული კორესპონდენციის პროექტის მომზადება;
  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად, პირისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის მონიტორინგის ხელშეწყობა, შესაბამისი საქმეებისათვის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების დართვა და ინფორმაციის სისტემატიზაცია;
  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიათა წარმოდგენის მონიტორინგის ხელშეწყობა, აგრეთვე ვადაგაგრძელებულ საბანკო გარანტიათა შემოწმების ხელშეწყობა და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში მათი ატვირთვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, იურდიულ სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
  • დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
  • სამმართველოს უფროსის (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის), სამსახურის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის) და სამსახურის უფროსის მოადგილ(ებ)ის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილ(ებ)ის)ცალკეული მითითებებისა და დავალებების შესრულება;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ (ზოგადი ნაწილი);
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანება „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.

 

დამატებითი მოთხოვნები
 სასურველია:

  • ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა;
  • Microsoft Office PowerPoint სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

თანამდებობრივი სარგო: 1050 ლარი (ხელზე ასაღები: 840 ლარი) 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44557?active=1

 
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
1-10
თანამშრომელი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითად პროექტებსა და მოვლა-შენახვის ღონისძიებებს... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი