სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი

თბილისი გამოქვეყნდა 07/08/2017 ბოლო ვადა: 18/08/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1680

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 3 წელი

ფუნქციები

  • სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის წესით გაცემის, განხორციელების ადმინისტრირება და ფინანსური და პროგრამული მონიტორინგის, აგრეთვე ანგარიშგების პროცესის ორგანიზება-კოორდინაციის ხელშეწყობა. საგრანტო ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი. საგრანტო პროექტების/მიზნობრივი გრანტების/პროგრამების შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების განხილვის აქტების შედგენა ფინანსური და პროგრამული შესრულების თვალსაზრისით;
  • ფონდის ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • ფონდის მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი სამეცნიერო საკონკურსო საგრანტო ერთიანი და უწყვეტი სისტემის ფარგლებში სრული ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი;
  • ფონდის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახის საკონსულტაციო შეხვედრების გამართვის საკითხების კოორდინაციის, ორგანიზების ხელშეწყობა და მონაწილეობა;
  • ფონდის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვაში, ფონდის მოკლევადიანი და საშუალოვადიანი გეგმების შედგენაში, სხვადასხვა ტიპის სამოქმედო გეგმების განხილვაში მონაწილეობა. დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
  • დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის სამუშაოს განაწილება, თანამშრომლებისთვის სათანადო მითითებების და დავალებების მიცემა, დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების კონტროლი;
  • ფონდის სამეცნიერო, საგრანტო და პროგრამების განხორციელების მიმართულებით არსებული ინფორმაციის, სტატისტიკური მაჩვენებლების სათანადოდ დამუშავება, ანალიზი და მიწოდება. ყოველი კონკრეტული საგრანტო კონკურსის ან პროგრამის განხორციელების შემდგომ, ჩატარებული სამუშაოების შესახებ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, კვალიფიციური ანგარიშის მომზადება და წარმოდგენა შესაბამისი სამომავლო რეკომენდაციებით;
  • საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით მეცნიერების სფეროში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
  • ფონდის სტრატეგიული გეგმისა და საქმიანობის გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში აქტიური მონაწილეობა.

 

საკონკურსო თემატიკა

  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №62/ნ ბრძანება;
  •  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ";
  •  საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ";
  •  საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ";
  •  საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ";
  • „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვალის №85 დადგენილება;
  • „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვალის №84 დადგენილება;
  • „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობისათვის სახელმწიფო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16  თებერვალის №87 დადგენილება;
  • „მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს  მთავრობის 2008 წლის 20 თებერვალის №30 დადგენილება;
  • „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16  თებერვალის №88 დადგენილება;
  • „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის  შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის №120 დადგენილება;
  •  საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
  •  საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  • „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანება;
  • „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ";
  •  საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ”.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • აუცილებელია ხელმძღვანელობის 2 წლიანი გამოცდილება.

სასურველია:

  • 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სამუშაო გამოცდილება: განათლების მართვის, სამეცნიერო საქმიანობის ან საუნივერსიტეტო მუშაობის;
  • ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (eflow) მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
  • სხვა ევროპული ენების ცოდნა.
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
  • ცვლილებების ინიცირების ან/ და მართვის უნარი;
  • კადრის განვითარების, შეფასების, მოტივირების უნარი;
  • თათბირების, შეხვედრების წარმართვის უნარი;
  • ეფექტიანი უკუკავშირის მიცემის უნარი;
  • კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობისას უნარი;
  • სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 2100 ლარი (ხელზე ასაღები: 1680 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44485?active=1

 
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
11-50
თანამშრომელი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვაციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი