სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს სპეციალისტი

თბილისი გამოქვეყნდა 04/08/2017 ბოლო ვადა: 17/08/2017 ვაკანტური ადგილები 2 ხელფასი 708

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 0 წელი

ფუნქციები

  •  თანამშრომელთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ხასიათის აქტების პროექტების მომზადება და აღნიშნული აქტებიდან ამონაწერის მომზადება;
  •  სამუშაოს აღწერათა პროექტების მომზადება;
  •  დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ტიპის სწავლებათა ორგანიზაციული მხარდაჭერა, ტრენინგ–საჭიროებათა გამოვლენისათვის შესაბამის ფორმათა/კითხვართა წარმოება და ანალიზი;
  •  კადრების შესარჩევ კონკურსებში მონაწილე კანდიდატთა განცხადებების განხილვა, მათი მონაცემების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
  •  კადრების შესარჩევი კონკურსების ორგანიზება, კანდიდატთა ინფორმირება კონკურსის ეტაპების შესახებ, საკონკურსო მასალებისა და ფორმების წარმოება;
  •  სტაჟირების ორგანიზება;
  •  შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით, თანამშრომელთა კონსულტირება;
  •  შეფასების სისტემის ჩამოყალიბებისა და დანერგვის მიზნით, თანამშრომელთა შეფასების ფორმების წარმოება და ანალიზი;
  •  თანამშრომელთა სამუშაო დროის გამოყენების აღრიცხვის ტაბელის წარმოება, სამუშაო გრაფიკების აღრიცხვა;
  •  სხვადასხვა ტიპის საკადრო მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;
  •  პირადი საქმეების წარმოება (ელექტრონული და მატერიალური სახით);
  •  შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ფორმების (საავადმყოფო ფურცლები, „შემოვლის ფურცლები“, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა ფორმები) წარმოება/აღრიცხვა;
  •  შრომის წიგნაკების წარმოება;
  •  წინასახელშეკრულებო შრომითი ურთიერთობის პერიოდში კანდიდატთათვის და დასაქმებული პირებისათვის შინაგანაწესის გაცნობა;
  •  თანამშრომელთა მოთხოვნის შესაბამისად, სამუშაო ადგილისა და ხელფასის შესახებ ცნობების მომზადება;
  •  თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
  •  თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და თანამშრომელთა შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისათვის ღონისძიებების ორგანიზება;
  •  სამსახურებრივი კორესპონდენციის განხილვა/რეაგირება/მომზადება;
  •  გაწეული საქმიანობის შესახებ წინასწარ განსაზღვრულ ელექტრონულ სივრცეში ყოველთვიური ანგარიშის განთავსება;
  •  სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის პირველი მოადგილის/სამმართველოს უფროსის დავალებებისა და მითითებების შესრულება.

 

 

საკონკურსო თემატიკა

  •   საქართველოს კონსტიტუცია;
  •   საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“;
  •   საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  •   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  •   საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი“;
  •    საქართველოს სახალხო დამცველის 2009 წლის 30 ოქტომბრის №45 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულება“ (იხ. www.ombudsman.ge).

 

 

დამატებითი მოთხოვნები

  •  კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  •  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  დეტალებზე ორიენტირება;
  •  კომუნიკაციის უნარი; 
  •  ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  •  დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  •  წერილობითი/ზეპირი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ–ჩვევები; 
  •  კონსულტირების უნარი;
  •  ინტერვიუს ჩატარების უნარი;
  •  სამუშაოს ანალიზის უნარი;
  •  საკანონმდებლო ტექნიკის გამოყენების უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 885 ლარი (ხელზე ასაღები: 708 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44435?active=1

 
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
101-500
თანამშრომელი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

  ადამიანის უფლებების დაცვა სახელმწიფოში არსებულ საკანონმდებლო ბაზას და აღიარებულ რეჟიმს უკავშირდება.... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი