სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი

სხვადასხვა
  • თბილისი
  • ქუთაისი
გამოქვეყნდა 01/08/2017 ბოლო ვადა: 14/08/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1804

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 2 წელი

ფუნქციები

  1.   კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამართლებრივი მომსახურების განხორციელება;
  2.  კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, ანალიზსა და განზოგადებაში მონაწილეობა;
  3.  კანონპროექტების იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით დახვეწის უზრუნველყოფა;
  4.  კომიტეტში განსახილველად შესულ კანონპროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე დასკვნების პროექტების მომზადება;
  5.  კომიტეტის აპარატის სახელით კომიტეტის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომებზე განსახილველად გატანილ კანონპროექტებზე პასუხისმგებლობა, პლენარულ სხდომებზე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღნუსხვა; 
  6.  კომიტეტის ხელშეწყობა საკონტროლო ფუნქციების შესრულებაში;
  7.  კომიტეტის აპარატის კანონშემოქმედებითი, კვლევითი, ინფორმაციული და ანალიტიკური საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევა;
  8.  კომიტეტის აპარატის უფროსის არყოფნისას მისი თანამდებობრივი უფლებამოსილებების განხორციელება;
  9.  კომიტეტის მიერ მოქალაქეთა წერილების, საჩივრებისა და განცხადებების შესწავლასა და განხილვაში მონაწილეობა;
  10.  კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის უფროსის დავალებების შესრულება;
  11.  საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულებით, კომიტეტის დებულებითა და კომიტეტის აპარატის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.


 

საკონკურსო თემატიკა

  1.  საქართველოს კონსტიტუცია;
  2.  რომის 1950 წლის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“;
  3.  1948 წლის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“;
  4.  სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი;
  5.  ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი;
  6.  1999 წლის კორუფციაზე სისხლის სამართლის კონვენცია;
  7.  სტრასბურგის 1999 წლის კორუფციაზე სამოქალაქო სამართლის კონვენცია №174;
  8.  საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“;
  9.  საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“;
  10.  საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;
  11.  საქართველოს კანონი „პროკურატურის შესახებ“;
  12.  საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“;
  13.  საქართველოს კანონი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“;
  14.  საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
  15.  საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
  16.  საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
  17.  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
  18.  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  19.  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
  20.  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
  21.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  22.  საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
  23.  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  24.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი;
  25.  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;
  26.  საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულება;
  27.  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დებულება;
  28.  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის დებულება;
  29.  საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების ინსტრუქცია.

 

 

დამატებითი მოთხოვნები

  •  უმაღლესი განათლება იურიდიული, საერთაშორისო სამართლის ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.
  •  შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

სასურველია:

  •  კანონშემოქმედებითი საქმიანობის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის ან/და კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
  •  საჯარო სამსახურში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.


 პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებულობა,
  • პასუხისმგებლობა,
  • ანალიტიკური აზროვნება,
  • კომუნიკაბელურობა,
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 2255 ლარი (ხელზე ასაღები: 1804 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44249?active=1

 
საქართველოს პარლამენტი
5001 და მეტი
თანამშრომელი

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

საქართველოს პარლამენტი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი