სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

ბავშვის უფლებათა ცენტრის (სამმართველოს) მთავარი სპეციალისტი

თბილისი გამოქვეყნდა 28/07/2017 ბოლო ვადა: 10/08/2017 ვაკანტური ადგილები 2 ხელფასი 1168

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 1 წელი

ფუნქციები

  • ცენტრის (სამმართველოს) კომპეტენციის შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებების/საჩივრების საფუძველზე ან სახალხო დამცველის ინიციატივით დაწყებული, ბავშვის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მასალების შესწავლა და სათანადო დასკვნების/რეკომენდაციების/წინადადებების/ანგარიშის პროექტის მომზადება; 
  • ცენტრის (სამმართველოს) კომპეტენციის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების/ან მათი პროექტების თაობაზე სათანადო წინადადებების პროექტების შესწავლა; 
  • კომპეტენციის ფარგლებში, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება; 
  • ცენტრის (სამმართველოს) უფროსისათვის წინადადებების წარდგენა კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; 
  • ბავშვის უფლებათა დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი ოქმის საფუძველზე, უზრუნველყოფს ცენტრის (სამმართველოს) ინფორმირებას; 
  • სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში დაგეგმილი მონიტორინგის განხორციელებასა და სპეციალური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში, განსახილველ/განხილულ საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება სახალხო დამცველისათვის/ სახალხო დამცველის მოადგილეებისათვის/ცენტრის (სამმართველოს) უფროსისათვის;
  • სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის მოადგილის, ცენტრის (სამმართველოს) უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია ცენტრის მთავარი სპეციალისტის საქმიანობასთან;
  • საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის (სამმართველოს) სხვა თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება;
  • ცენტრის მთავარი სპეციალისტის სახელზე შემოსული/გადამისამართებული კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი დოკუმენტების/დოკუმენტების პროექტების მომზადება;
  • სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის ბავშვის უფლებათა თავის მომზადებაში მონაწილეობა;
  • ბავშვის უფლებების სფეროში ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ორგანიზაციული კონფერენციებისა და ღონისძიებების მუშაობაში მონაწილეობა;
  • საგანმანათლებლო საქმიანობას უზრუნველყოფა ბავშვის უფლებების სფეროში;
  • გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და წინასწარ განსაზღვრულ ელექტრონულ სივრცეში განთავსება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“;
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება ან განათლება სოციალურ მეცნიერებებში;
  • სულ მცირე 1 წლის გამოცდილება, რომელიც შეესაბამება კანდიდატის მიერ დასაკავებელი თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფუნქციებს;
  • ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ანალიტიკური საქმიანობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა (მ.შ. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა).

პიროვნული მახასიათებლები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 1460 ლარი (ხელზე ასაღები:  1168 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44370?active=1

 
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
101-500
თანამშრომელი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

  ადამიანის უფლებების დაცვა სახელმწიფოში არსებულ საკანონმდებლო ბაზას და აღიარებულ რეჟიმს უკავშირდება.... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი