სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

ბაკალავრიატის თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი (პროფესორი)

გორი გამოქვეყნდა 26/07/2017 ბოლო ვადა: 08/09/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 1752

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 6 წელი

ფუნქციები

  • თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებაზე სასწავლო კურსების დაგეგმვა/განხორციელება; 
  • საბაკალავრო ნაშრომის, საკონფერენციო თემების და სხვა მსგავსი აქტივობების ხელმძღვანელობა;
  • კვლევაში აქტიური მონაწილეობა და კვლევის შედეგების გამოქვეყნება;
  • პროფესიული განვითარების პროგრამებში და სხვა სახის პროექტებში მონაწილეობა, როგორც აკადემიის ფარგლებში, ისე მის გარეთ;
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამის სილაბუსების განვითარება/სრულყოფის ხელმძღვანელობა;
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებაზე საგამოცდო და სასწავლო მასალის მომზადების ხელმძღვანელობა, იუნკერთა შეფასების უზრუნველყოფა სილაბუსში ასახული შეფასების ფორმების, მეთოდების, კომპონენტებისა და კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც თანხვედრაშია მოქმედ კანონმდებლობასთან;
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამის დახვეწის პროცესის ხელმძღვანელობა;
  • აკადემიაში დაგეგმილ ღონისძიებებში დასწრება და მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
  • შრომითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის (პროფესორი) აკადემიურ თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამხედრო მეცნიერების, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების და სხვა მომიჯნავე დარგებში, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
  • დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით შესაბამის სფეროში. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია;
  • საოფისე და სხვა სპეციალური პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

  • უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში კურუკულუმების შედგენის/აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების გამოცდილება;
  • მენეჯერული გამოცდილება; 
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების რელევანტურ სფეროებში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; 
  • უნარი, ასწავლოს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
  • პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • თვითგანვითარების უნარი;
  • ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • გადმოცემის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 2190 ლარი (ხელზე ასაღები: 1752 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44340?active=1

 
ეროვნული თავდაცვის აკადემია
101-500
თანამშრომელი

ეროვნული თავდაცვის აკადემია

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია წარმოადგენს წამყვან უმაღლეს... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

ეროვნული თავდაცვის აკადემია

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი