სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი

თბილისი გამოქვეყნდა 24/07/2017 ბოლო ვადა: 04/08/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 2000

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 3 წელი

ფუნქციები

  •   უზრუნველყოფს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების წარმატებით შესრულებას, კერძოდ სათანადო აქტივობების განსაზღვრას, დაგეგმვას, განხორციელებას, მონიტორინგსა და შეფასებას;
  •  კოორდინაციას უწევს საინვესტიციო საკითხებზე კვლევების წარმოებას, ქვეყნის შეფარდებითი უპირატესობების განსაზღვრასა და საინვესტიციო პოტენციალის შესწავლასთან დაკავშირებულ საქმიანობას;
  •  ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გამოვლენის მიზნით, უზრუნველყოფს საქართველოში საინვესტიციო პოტენციალის მქონე პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებასა და ახალი სექტორების შესწავლას;
  •  უზრუნველყოფს არსებული ინვესტორი კომპანიების მხარდაჭერასა და საქართველოში რეინვესტირების შეთავაზებისათვის საჭირო ღონისძიებების კოორდინაციას/მართვას;
  •  უზრუნველყოფს საქართველოს ბიზნეს-გარემოსთან და პრიორიტეტული სექტორების საინვესტიციო პოტენციალთან დაკავშირებული მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო რეიტინგების რეგულარულ მონიტორინგსა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების კოორდინაციას, ასევე რეიტინგების მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვის მიზნით შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობას;
  •  არსებული ინვესტორების, დონორი ორგანიზაციებისა და პრიორიტეტული სექტორების სხვა მონაწილეების მოსაზრებების გათვალისწინებით და ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოფს რეკომენდაციების მომზადებას ან/და აღნიშნული საქმიანობის კოორდინაციას;
  •  საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის სტრუქტურებთან, მიმდინარე პროცესს უწევს მონიტორინგს, რასაც უზრუნველყოფს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმის მასალების ან/და ინფორმაციის გამოთხოვითა და მიღებული მასალის ან/და ინფორმაციის შესწავლით;
  •  გაწეული საქმიანობის შესახებ ამზადებს ანგარიშებს;
  •  ხელს უწყობს დეპარტამენტის თანამშრომლების მოტივაციას, ზრუნავს პროფესიონალური და ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნაზე; 
  •  პასუხისმგებელია დეპარტამენტის თანამშრომლების ამოცანების და ფუნქციების ეფექტურად გადანაწილებაზე და მათ წარმატებით განხორციელებაზე;
  •  კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის ან ზემდგომის სხვა დავალებებს.

 

 

საკონკურსო თემატიკა
კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი საკითხის/თემატიკის ცოდნა:

  •    საინვესტიციო პროექტების ეფექტიანობის შეფასების მეთოდები.

 

 

კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

  •     საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“;
  •     საქართველოს კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“;
  •     საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილება „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“;
  •     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე          საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“.

 

 

დამატებითი მოთხოვნები

  •   არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინვესტიციების მხარდაჭერის, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის, ბიზნესის განვითარების, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვის ან/და განხორციელების მიმართულებით.
  •  ორგანიზების და მართვის უნარი;
  •  ანალიტიკური ანგარიშის მომზადების უნარი;
  •  ინოვაციების ინიცირების და მართვის უნარი; 
  •  პროექტების შეფასების უნარი;
  •  დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  •  პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის უნარი.

 

 

თანამდებობრივი სარგო: 2500 ლარი (ხელზე ასაღები: 2000  ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44302?active=1

 
სსიპ - აწარმოე საქართველოში
101-500
თანამშრომელი

სსიპ - აწარმოე საქართველოში

  საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

სსიპ - აწარმოე საქართველოში

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი