სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადების განყოფილების უფროსი

თბილისი გამოქვეყნდა 21/06/2017 ბოლო ვადა: 25/06/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 2280

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 4 წელი

ფუნქციები

  • განყოფილებას უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებული პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსებული განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;
  • უშუალოდ ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას, უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას;
  • პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
  • ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
  • ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
  • აკონტროლებს განყოფილების თანამშრომელთა სამსახურში დროულად გამოცხადებას;
  • პერიოდულად ისმენს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას იღებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის ფორმით გამართულ სხდომებში;
  • სამსახურის უფროსს/სამსახურის უფროსის (პირველ) მოადგილეს/მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამუშაოსთან დაკავშირებით, სამსახურის უფროსის/ სფეროს კურატორი მოადგილის მითითებით სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;
  • სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“;
  • „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილება;
  • „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილება;
  • „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვარის №59 დადგენილება.
  • „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20– 105 დადგენილება;
  • „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილება;
  • „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების და ექსკლუზიური მომსახურების გაწევისა და მათზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17–52 დადგენილება;
  • „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17–51 დადგენილება;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 5 დეკემბერის საკრებულოს №16-32 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

 

დამატებით მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება - არქიტექტურის, ურბანისტის ან დიზაინის მიმართულებით;
  • არქიტექტურის, ურბანისტის ან დიზაინის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4 (ოთხი) წლიანი გამოცდილება.
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ArchiCAD, AutoCAD) ცოდნა
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება/ანალიზის უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების უნარი;
  • ცვლილებებზე მოქნილობისა და ადვილად ადაპტირების უნარი;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVakActives/Details/44004

 
თბილისის არქიტექტურის სამსახური
51-100
თანამშრომელი

თბილისის არქიტექტურის სამსახური

თბილისის ატქიტექტურის სამსახური 2009 წლის 31 დეკემბრიდან ჩამოყალიბდა ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

თბილისის არქიტექტურის სამსახური

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი