სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

დამხმარე ტექნიკური პერსონალი (სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების მომზადების განყოფილება)

თბილისი გამოქვეყნდა 21/06/2017 ბოლო ვადა: 25/06/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 800

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 0 წელი

ფუნქციები

  • განყოფილებას უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებული პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსებული განცხადების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის/მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების, განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების/კორექტირების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განსახილველად;
  • ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების მომატების საკითხის განხილვა;
  • საჭიროებისამებრ, კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, ზეპირი მოსმენით გამართულ სხდომებში მონაწილეობის მიღება;
  • სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების დროს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირის/ორგანოს დავალების საფუძველზე, გასაჩივრებულ აქტთან დაკავშირებით განმარტების მომზადება;
  • შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მომზადება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამუშაოსთან დაკავშირებით, სამსახურის უფროსის/სფეროს კურატორი მოადგილის/განყოფილების უფროსის მითითებით სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;
  • სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“;
  • „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
  • „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილება;
  • „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20– 105 დადგენილება;
  • „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილება;
  • „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვარის №59 დადგენილება.

 

დამატებით მოთხოვნები

  • სასურველია მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება.
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ArchiCAD, AutoCAD) ცოდნა
  • ინფორმაციის შეგროვების უნარი; 
  • პრობლემების ანალიზის უნარი; 
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის უნარი; 
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. 
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი; 
  • შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVakActives/Details/44008

 
თბილისის არქიტექტურის სამსახური
51-100
თანამშრომელი

თბილისის არქიტექტურის სამსახური

თბილისის ატქიტექტურის სამსახური 2009 წლის 31 დეკემბრიდან ჩამოყალიბდა ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

თბილისის არქიტექტურის სამსახური

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი