სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი

თბილისი გამოქვეყნდა 19/07/2017 ბოლო ვადა: 01/08/2017 ვაკანტური ადგილები 1 რეინჯი 2500+ მინ. გამოცდილება 8 წელი

ფუნქციები

  • დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის კოორდინაცია და მართვა;
  • პროექტის ინიცირების სტადიაზე დონორებთან მოლაპარაკება და ხელმოწერის სტადიამდე საჭირო ყველა დოკუმენტების მომზადება და დადასტურება; 
  • დონორებთან ქვე-პროექტების აღმწერი დოკუმენტაციის შეთანხმება;
  • დონორების მისიების სამუშაო გრაფიკის შეთანხმებისა და მათი ადგილზე მხარდაჭერა;
  • დონორების მიერ მომზადებული ანგარიშებისა და სხვა დოკუმენტების კორექტირება და დადასტურება ორგანიზაციის მხრიდან; 
  • დონორების მხარდაჭერა საველე ვიზიტების ფარგლებში; 
  • კომუნიკაცია, სამინისტროებთან, გუბერნატორებთან და მუნიციპალიტეტებთან არსებული პროექტების ფარგლებში;
  • პროექტებისა და ქვე-პროექტების ბიუჯეტის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში სათანადო ცვლილებების ინიცირება; 
  • პროექტების მიზანშეწონილობის ანალიზი;
  • ორგანიზაციის მიერ პროექტების ფარგლებში დაქირავებული კონსულტანტების მუშაობის კოორდინაცია და მართვა;
  • პროგრამის განხორციელების ძირითადი სტრატეგიის (გენერალური გეგმის) შემუშავება და შეთანხმება დაინტერესებულ მხარეებს შორის;
  • დონორების პროგრამების ზოგადი კოორდინაცია და მონიტორინგი შეთანხმებული გეგმის შესაბამისად;
  • დროული რეაგირება ნებისმიერ მოვლენაზე ან ქმედებაზე, რომელმაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას კონკრეტული პროგრამის განხორციელებას შეთანხმებული გეგმის მიხედვით;
  • ფონდის მენეჯმენტის ინფორმირება პროექტების განხორციელების პროცესში ნებისმიერი გადახვევებისა და ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ;
  • პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული შიდა პროცესების მონიტორინგი;
  • დონორის მიერ დაფინანსებული პროგრამების დასახულ დროში, მოცულობასა და ბიუჯეტში შესრულების მიზნით კონკრეტული საკითხების კოორდინაციის უზრუნველყოფა მგფ-ს სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
  • ფონდის აღმასრულებელი დირექტორისათვის წინადადებების წარდგენა სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
  • დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • სამშენებლო და/ან ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციის/მართვის გამოცდილება;
  • პროექტების ანალიზისა და ბიუჯეტირების გამოცდილება;
  • დონორი ორგანიზაციების პროცედურების ცოდნა.

 

პროფესიული უნარები:

  • მენეჯერული უნარები: ლიდერობა, გუნდის მართვა, პროექტებისა და პროცესების მართვა;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები;
  • ანალიტიკური უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.

 

უპირატესობად ჩაითვლება:

  • PMP სერტიფიკატი ან უმაღლესი განათლება პროექტების მართვის მიმართულებით.

 

თანამდებობრივი სარგო: 4000 ლარიდან 5000 ლარამდე (ხელზე ასაღები: 3200 ლარიდან 4000 ლარამდე)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44257?active=1

 
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
51-100
თანამშრომელი

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 1997 წელს დაფუძნდა. ფონდი საქართველოში მოქმედ მსოფლიოს ყველა მსხვილ... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი