სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

სკოლის ექიმი

თბილისი გამოქვეყნდა 18/10/2017 ბოლო ვადა: 01/11/2017 ვაკანტური ადგილები 1 ხელფასი 316

+ ბონუსი
მინ. გამოცდილება 3 წელი

დამსაქმებელი: სსიპ - გრიგოლ კობახიძის სახელობის ქალაქ თბილისის N77 საჯარო სკოლა

ფუნქციები:

  • მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მშობლების ინფორმირება/რეკომენდაციის გაცემა;
  • იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა;
  • სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევების გამოვლენის შემდგომი რეაგირების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
  • ბავშვებსა და მოზარდებში ისეთი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრამვის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის, რესპირაციული დისტრესის, შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილის და სხვათა დროს;
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში);
  • მოსწავლეთა შესახებ სკოლაში წარმოდგენილი სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა კომპიუტერში;
  • ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
  • ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
  • სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა;
  • ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კომპიუტერში შეტანას;
  • გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარულ-ჯიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
  • სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;
  • სასკოლო კვების სტანდარტთან გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
  • მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება (ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სხვ.შესახებ მოსწავლეებთან საუბარს ექიმი აწარმოებს, როგორც სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ისე ინდივიდუალურად);
  • ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება;
  • სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა;
  • მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობუის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.

 

დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს:

  • ჰქონდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში - ,,საოჯახო მედიცინა’’ , ,,პედიატრია’’, თერაპევტი;
  • ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე;
  • იცოდეს სახელმწიფო ენა.
  • გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;
  • ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედიატრიული ფაკულტეტი;
  • სასურველია ცხოვრობდეს (ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ადმინისტრაციულ საზღვრებში;
  • მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვა (საექიმო სპეციალობის ფარგლებში)).
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა ენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი სხვაგან და/ან ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს ორივე სპეციალობაში (,,საოჯახო მედიცინა“ და ,,პედიატრია“)

     

თანამდებობრივი სარგო: 395 ლარი (ხელზე ასაღები:  316 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45449?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 

 
101-500
თანამშრომელი

სკოლის ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი

    სკოლის ადმინისტრაციასა და ტექნიკურ პერსონალს  მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

სკოლის ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი