სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქართველოს უზენაესი სასამართლო

შესახებ

  საქართველოს უზენაესი სასამართლო — საქართველოს უზენაესი სასამართლო (შემდგომში – უზენაესი სასამართლო) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა, რომელიც დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით და "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით. "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს სტრუქტურას, ამავე კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. კონსტიტუციით უზრუნველყოფილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების ხელშეუხებლობა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში შექმნილია:

ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა;

ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;

გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;

დ) დიდი პალატა;

ე) პლენუმი;

ვ) სადისციპლინო პალატა.

  უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) პლენუმის მიერ აირჩევიან პალატების შემადგენლობიდან 5 წლის ვადით. პალატების თავმჯდომარეები (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) იმავდროულად არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები.

   სადისციპლინო პალატის თავმჯდომარეს ამ პალატის შემადგენლობიდან 3 წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

   უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთაგან (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +(995 32) 299 01 64  

  • ელ-ფოსტა

    info@supremecourt.ge

  • საქმიანობის სფერო

    იურისპრუდენცია; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი