სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში - BMB

თბილისი გამოქვეყნდა 20/09/2017 ბოლო ვადა: 23/10/2017

"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" (GAU)  ატარებს კურსს ბიზნესის ადმინისტრირებაში - BMB (Building & Managing Business).

 

  • თქვენ დასაქმებული ხართ ბიზნესში და გსურთ მიღწეული შედეგის გაუმჯობესება;
  • გეგმავთ წამოიწყოთ სამეწარმეო საქმიანობა ან უკვე დაიწყეთ და გჭირდებათ გაიღრმავოთ ცოდნა და ხედვა;
  • დაინტერესებული ხართ ბიზნეს განათლებით, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი დრო და ფინანსები ხანგრძლივი სწავლისთვის;

 

გაუ გთავაზობთ საუკეთესო არჩევანს, გაიაროთ ბიზნესის მოკლევადიანი კურსი BMB რომელიც გაძლევთ რეალურ შესაძლებლობას:

  1. აღიჭურვოთ ბიზნესის საჭირო ინტრუმენტებით
  2. უკეთ შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები
  3. გაიღრმავოთ ხედვა და ცოდნა
  4. შეისწავლოთ ბიზნეს გარემო
  5. გაიმდიდროთ კონტაქტები
  6. შეიქმნათ სწორი მოლოდინები
  7. დასახოთ ალტერნატივები
  8. მიიღოთ დროული და სწორი გადაწყვეტილებები

კურსი ასევე დაგეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში, კარიერულ წინსვლაში, მენეჯერული და ბიზნეს უნარების აღმოჩენა-განხორციელაბაში.


პროგრამა აწყობილია სწავლების თანამედროვე მეთოდებით, როგორებიცაა ქეისების განხილვა (ქართულ რეალობაში) და სიმულაციები.კურსის ფარგლებში აქცენტები გაკეთდება მსმენელების მაღალ ჩართულობასა და ინტერაქციაზე, რომელიც უფრო საინტერესოს გახდის ლექციების მიმდინარეობას. კურსის გავლის შემდეგ მიიღებთ შესაბამის სერთიფიკატს.


ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:

  • საშუალო და მცირე ბიზნესის არსებული და პოტენციური მფლობელები
  • დამწყები და შუალედური რგოლის მენეჯერები
  • კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული სპეციალისტები

 

მსმენელები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ მოდულებს შესაბამისი საგნებით:

  • მენეჯმენტის მოდული ;
  • ეკონომიქსის მოდული;
  • ფინანსების მოდული;
  • მარკეტინგის მოდული;
  • მეწარმეობის მოდული;
  • სტუმარი (მასტერკლასი წარმატებული კომპანიის ტოპ მენეჯერისგან);

 


სერთიფიკატის მისაღებად საჭიროა:
ბიზნეს პროექტის მომზადება და პრეზენტაცია (პროექტი შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური ასევე გუნდური (არაუმეტეს 3 წევრისა). მსმენელები იტოვებენ უფლებას პრეზენტაცია ჩაატარონ ღია ან დახურულ ფორმატში).

 

პროგრამის საფასური:

BMB პროგრამის საფასური შეადგენს 1450 ლარს. ღირებულების ნახევარს მსმენელები გადაიხდიან ლექციების დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარს 8 კვირის განმავლობაში. 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

 

პროგრამის ხანგრძლივობა:
აკადემიური კალენდარი შედგება 16 კვირისგან.

  • ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი). ჯგუფთან შეთანხმებით შესაძლებელია დღეების კორექტირება.
  • ლექციის ხანგრძლივობა 19:00 – 21:30

 

პროგრამის გასავლელად საჭიროა 6 ოქტომბრამდე:

  1. შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScOVBLMFYREtn-YxR4Gef727R-tnj2-BLBNBa3zh75d8onrMQ/viewform)
  2. გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)

ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდულია. საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრებები და დაკომპლექტდება ჯგუფი.


აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 19 ოქტომბერი.
გასაუბრებები ჩატარდება 20-21 ოქტომბერს.
დაწყების თარიღია 23 ოქტომბერი.

 

საკონტაქტო პირი:
თიკო ბარქბაქაძე
ელ–ფოსტა:tikobarbaqadze@gau.ge
მობ: 599 081 875

 
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)
101-500
თანამშრომელი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დაარსება: მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თბილისში ბიზნესის ორი საერთაშორისო სკოლა... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი