სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

ტრენინგი სასამართლოს მედიატორობის კანდიდატების შესარჩევად

თბილისი გამოქვეყნდა 25/10/2017 ბოლო ვადა: 06/11/2017

ფუნქციები:

  • მხარეთა შორის წარმოშობილი დავების მოგვარება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მხარეთა ინტერესებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით;
  • მონაწილეობის მიღება სასამართლო მედიაციის 10 (არანაკლებ) პროცესში.
     

დამატებითი მოთხოვნები:

  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;
  • მედიატორის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებს, თუმცა უპირატესობა მიენიჭებათ შემდეგი დარგის წარმომადგენლებს:
  • იურისპრუდენცია;
  • ფსიქოლოგია;
  • ბიზნეს მენეჯმენტი/ფინანსები;
  • კონფლიქტოლოგია.
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა;

 

დამატებითი ინფორმაცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს სასამართლო მედიატორობის მსურველთათვის. 
შერჩეული კანდიდატები უფასოდ გაივლიან მედიაციის 55-საათიან ტრენინგს (ტრენინგის ხანგრძლივობა 5-6 სრული დღე 1 – 16 დეკემბერის პერიოდში, აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა სავალდებულოა), რომლის ფარგლებშიც მონაწილეები დაეუფლებიან მედიატორის უნარ-ჩვევებს, მედიაციის წარმართვის ტექნიკასა და სტრატეგიებს. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ მედიატორის სერტიფიკატი და ჩაირიცხებიან სასამართლო მეიდატორთა რეესტრში, რის შემდეგაც ისინი ვალდებულნი იქნებიან ანაზღაურების გარეშე (Pro Bono) მონაწილეობა მიიღონ სასამართლო მედიაციის 10 (არანაკლებ) პროცესში.

კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს და მეორე ეტაპზე (გასაუბრება) გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განცხადების გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; 

  • „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (ან ცნობა);
  • პროფესიის მიხედვით არანაკლებ 7 წლის სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული (ბეჭდით დამოწმებული) დოკუმენტი.;
  • სამოტივაციო წერილი.
     

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას;

მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისათვის გასაუბრება ჩატარდება 13-25 ნოემბერს;

კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების საშუალებით;

 

ტრენინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45480?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ტრენინგი, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 
თბილისის საქალაქო სასამართლო
101-500
თანამშრომელი

თბილისის საქალაქო სასამართლო

  საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის ბრძანებულებით, 2005 წლის 5 მაისს, ლიკვიდირებულ იქნა გლდანი-ნაძალადევის,... მეტის ნახვა ...

განცხადებები 5

თბილისის საქალაქო სასამართლო

ვაკანსია

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი