სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

შესახებ

   გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგებელი. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.

   გამგეობა საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოს კონსტიტუციის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

   გამგეობის თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

   საკრებულო არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით' და ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასა და ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.

   საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან.

   საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი', „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ' ევროპული ქარტია, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს რეგლამენტი.

   საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით, წყვეტს საკრებულო.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 359 22 23 38   +995 359 22 22 12

  • ელ-ფოსტა

    gamgeoba@tetritskaro.gov.ge

    sakrebulo@tetritskaro.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი