სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

წესები და პირობები

1. ტერმინთა განმარტება

Work.ge - შპს „ვორქ გე“

მომხმარებელი - ფიზიკური, ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირდება Work.ge-ზე, მომსახურების მიღების მიზნით.

ვიზიტორი - მომხმარებელი, ან ნებისმიერი პირი, რომელიც სტუმრობს ვებ-გვერდს.

მომსახურება - ამ წესების მე-2 მუხლით განსაზღვრული სერვისი.

ვებ-გვერდი - Work.ge .

წესები - ამ დოკუმენტით განსაზღვრული პირობები.

 

2. მომსახურება

2.1. Work.ge-ს მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული სერვისის აღწერა და გადახდის პირობები მოცემულია შემდეგ ბმულზე: - http://work.ge/ads/.

2.2. წესების 2.1 პუნქტში მითითებულ ბმულზე არსებული ინფორმაცია და ასევე წინამდებარე წესების ნებისმიერი პირობა შესაძლებელია ცალმხრივად შეიცვალოს Work.ge-ს მიერ. მომხმარებელი წინამდებარე წესების მონიშვნით ადასტურებს თანხმობას - გაეცნოს შეცვლილ წესებს და იმოქმედოს მათ შესაბამისად. ამასთან, წინამდებარე წესები არ განიხილება ოფერად და Work.ge იტოვებს უფლებას - ერთპიროვნულად და საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი მომსახურების გაწევაზე, სანამ არ მოხდება ნების გამოხატვა ინვოისის გამოწერით.

3. მომხმარებლის ვალდებულებები

3.1. მომხმარებელი ვალდებულია სერვისის მიღების მიზნით Work.ge-ს მიაწოდოს უტყუარი/ნამდვილი მონაცემები.

3.2. მომხმარებელმა განცხადებაში, კომპანიის პროფილში, ან ვებ-გვერდზე განსათავსებელ ნებისმიერ ინფორმაციაში არ უნდა წარადგინოს ისეთი მონაცემები, რომელიც არის კანონსაწინააღმდეგო: დისკრიმინაციული, ძალადობრივი, უცენზურო ან სექსუალური კონტენტის მქონე, ან რომელსაც შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს Work.ge-ზე ან მის რეპუტაციაზე.

3.3. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე, ასევე მისი შინაარსის განსაზღვრაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. განცხადების განთავსებით მომხმარებელი Work.ge-ს ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას - მოხდეს ვებ-გვერდზე მისი გამოქვეყნება

3.4. მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს სერვისის საფასურის გადახდა ამ წესების 2.1 პუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად.

3.5. მომხმარებელი ვალდებულია არ განათავსოს განცხადება სხვისი სახელით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე.

 

4. გარდამავალი დებულებები

4.1. Work.ge უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე გააუქმოს მომხმარებლის პროფილი, ან/და წაშალოს/დაარედაქტიროს განთავსებული განცხადება, ან ნებისმიერი ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესების პირობებს, ასევე მოქმედ კანონმდებლობას, ან თუ სხვა ფორმით ზიანს აყენებს Work.ge-ს, ან ქმნის ასეთი ზიანის მიყენების საფრთხეს.

4.2. მომხმარებელი წინამდებარე წესებზე ხელმოწერით ადასტურებს თანხმობას, რომ მიიღებს სარეკლამო/საინფორმაციო ხასიათის ელ-ფოსტას, სმს შეტყობინებებს და ა.შ, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მომსახურებასთან.

4.3. ნებისმიერი ვიზიტორი და მომხმარებელი ვალდებულია არ გაავრცელოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია წყაროს და ბმულის მითითების გარეშე.

4.4. Work.ge არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდის გამართულ ფუნქციონირებაზე, ყველა შემთხვევაში, თუ ხარვეზები გამოწვეული არ იქნება თავისივე ბრალით.

4.5. წინამდებარე წესების მონიშვნით მომხმარებელი ადასტურებს თანხმობას მასზედ, რომ ყველა ზემოაღნიშნული პირობა მისთვის არის გასაგები და მისაღები.

4.6. მხარეებს შორის დავას (არსებობის შემთხვევაში) განიხილავს სასამართლო.

4.7. საკითხები, რომელიც განსაზღვრული არ არის წესებით, რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ვაკანსიები, ვაკანსიების საიტი, დასაქმება, ვაკანსია, ვაკანსიების საიტები
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი