სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

შესახებ

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (შემდგომში – ობიექტების) სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი.

 

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

  1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემა;
  2. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემა;
  3. უწყებრივ რეესტრში ობიექტების რეგისტრაციის წარმოება;
  4. ობიექტის სავალდებულო ინსპექტირებას განხორციელება ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით, ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში;
  5. დამრღვევი პირისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობის დაკისრება;
  6. მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება;
  7. ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შემუშავება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში;
  8. ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ოქმების დოკუმენტური კონტროლის განხორციელება ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და საინსპექციო ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით;
  9. მითითებების გაცემა ან/და გონივრული ვადის განსაზღვრა შეუსაბამობის გამოსწორებისათვის;
  10. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18 მუხლის მე-5 ნაწილში მითითებულ ობიექტებზე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება, ამავე კოდექსის აღნიშნული მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში (ინსპექტირების ორგანოების ჩამოყალიბებამდე);
  11. პერსონალის გადამზადება, სწავლება, ამ მიზნით ტრენინგებისა და კურსების ჩატარება.
  12. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესითა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება;
  13. კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

 

სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე თავის ფუნქცია-მოვალეობებს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

  • ტელეფონი

    (+995 32) 293-27-32  

  • ელ-ფოსტა

    tacsa@economy.ge

  • საქმიანობის სფერო

    მშენებლობა და უძრავი ქონება; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი