სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

შესახებ

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია

  1. ხელოვნების დარგების (პრიორიტეტულად - თეატრალური ხელოვნების, კინო და მედიახელოვნების, ტრადიციული ქართული ქორეოგრაფიული და სამუსიკო ხელოვნების) განვითარება და მათი კვლევა, ამ დარგებში აკადემიური უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა;
  2. მაღალი რანგის პროფესიონალების აღზრდა. მომავალ ხელოვანთა შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება და ხელოვნების მეშვეობით მისსავე წიაღში სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობის შეთავაზება;
  3. სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლების ფორმირება ორი ძირითადი ორიენტირით – საშემსრულებლო/შემოქმედებითი უნარების განვითარებითა და ხელოვნების შესაბამისი დარგების თეორიული კვლევების საშუალებით – ხელოვნების შესაბამისი დარგებისათვის დამახასიათებელი მეთოდებისა და მიღწევების შესწავლა და კვლევა;
  4. მაღალკვალიფიციური სახელოვნებო-შემოქმედებითი განათლების მიღების შესაძლებლობის დანერგვა უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა;
  5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების დანერგვით პრაქტიკულ მუშაობაზე ორიენტირებული სახელოვნებო-შემოქმედებითი განათლების მიღების შესაძლებლობა;
  6. ხელოვნების შესაბამის დარგებში ტრადიციული სპეციალობებით თანამედროვე მოთხოვნებთან დაახლოება და ახალი სპეციალობების დანერგვა; ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი სწავლებისა და კვლევის პირობების უზრუნველყოფა; ჰუმანიტარული და სოციალური მეცნერებების პრობლემების კვლევის, როგორც წარმატებული სწავლების, ხელოვნების სფეროში მეცნიერთა მომზადების და ახალი ცოდნის შექმნის საფუძვლის განვითარება;
  7. სტუდენტის ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარების განვითარება; ხელოვნების სეგმენტის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება;
  8. მჭიდრო თანამშრომლობა სხვა სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საგანმანათლებლო პროგრამებზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, მიღწევების გაზიარება და რეკომენდაციის გაცემა;
  9. ქართული კულტურისა და ხელოვნების – ქართული თეატრისა და კინოს, ტრადიციული ქართული ხელოვნების განვითარება საშემსრულებლო/შემოქმედებითი პოტენციალისა თუ უნარების გააქტიურებისა და თეორიული კვლევების საშუალებით;
  10. სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლებისა და ხელოვნების დარგების პოპულარიზაცია; ხელოვნების მენეჯმენტის, კულტურული ტურიზმის განვითარების უზრუნველყოფა;
  11. ხელოვნების ნაწარმოებების შექმნა და წარდგენა სწავლის, სწავლებისა და შეფასებების პროცესში და ა.შ.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    0322 99 94 11  

  • ელ-ფოსტა

    info@tafu.edu.ge

  • საქმიანობის სფერო

    განათლება და მეცნიერება; კულტურა და ხელოვნება; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი