სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი
სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი

შესახებ

ჰოსპიტალი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია განახორციელოს:

  1. მოსამსახურეებისათვის, პენსიონერებისათვის, მათი ოჯახის წევრებისათვის, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის ლიცენზიით მინიჭებული უფლებების ფარგლებში;
  2. პროფილაქტიკური ღონისძიებებით მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური სტატუსის შენარჩუნება და განმტკიცება; ავადობის მაჩვენებლებისა და შრომისუუნარობის ხანგრძლივობის შემცირება;
  3. მოსამსახურეების ამბულატორული, სტაციონარული მკურნალობა, სამედიცინო რეაბილიტაცია და დისპანზერიზაცია;
  4. საბრძოლო მოქმედებების დროს, ჰოსპიტალში ევაკუირებულ დაჭრილთათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ორგანიზება და მკურნალობა, სათანადო ღონისძიებების გატარება სანიტარიული დანაკარგის მინიმუმამდე შესამცირებლად;
  5. სამხედრო-საექიმო კომისიის ორგანიზება და ჩატარება;
  6. სამედიცინო დახმარების ან ექსპერტიზის უზრუნველყოფა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, როდესაც ამ ღონისძიებების განხორციელება ჰოსპიტალში შეუძლებელია;
  7. მოსამსახურეების, პენსიონერების და საქართველოში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპული ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) საბაზისო სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინასწარ დამტკიცებული სიით, ამ მიზნით ჰოსპიტლისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;
  8. პენსიონერთა სამედიცინო შემოწმება;
  9. ჰოსპიტლის სამედიცინო და სხვა დამხმარე საშუალებებით აღჭურვა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, მისი განახლება-შევსება (საველე პირობების მოთხოვნათა გათვალისწინებით);
  10. სამედიცინო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ავადობისა და ტრავმატიზმის მიზეზების შესწავლა და ანალიზი;
  11. სამედიცინო კვალიფიციური კადრების შერჩევა და თანამშრომელთა შორის სანიტარიულ საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება, საექიმო და საშუალო სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება;
  12. საჭიროების შემთხვევაში, სხვა რეგიონში პროფილაქტიკური სამკურნალო და საკონსულტაციო დახმარების აღმოჩენის მიზნით, ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალიდან, მობილური საექიმო ბრიგადების ფორმირება და მივლინება დანიშნულების ადგილზე;
  13. საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზება ჰოსპიტლის კომპეტენციის ფარგლებში;
  14. პაციენტთა მკურნალობის შედეგების ანალიზი და მკურნალობის ხარისხისა და ეფექტურობის ამაღლების ღონისძიებების შემუშავება და გატარება;
  15. სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    (370) 27 03 99   (370) 27 02 99

  • ელ-ფოსტა

    milhospital@gmail.com

  • საქმიანობის სფერო

    სილამაზე და ჯანმრთელობა, მედიცინა; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი